თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა
კულტურა - 15:33, 11 Jun, 2018     2180

თიბისი გალერეაში ესპანელ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება.

საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერამ თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. რეჟისორს მოდერატორობა პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ იდეის ავტორმა და რეჟისორმა - ვახტანგ ჯაჯანიძემ გაუწია.

ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი". მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჩემი გარდაცვალების ამბავი“, „ლუი XIV-ს გარდაცვალება“ და „Birdsong“. რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია.

პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ჩამოყვანა მომავალში, როგორებიც არიან: მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42