4 ყველაზე ურჩი ქართველი მძღოლი, რომელიც თითქმის 500-ჯერ დააჯარიმეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის სამსახურის თანახმად, მარტო 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი). მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის ცხრილში 10 ყველაზე ურჩი მძღოლი და მათგან 4-ის ისტორია მოხვდა. 10-იდან ყველაზე ურჩს სიმთვრალის გამო წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს.
მძღოლი N1
ცხრილში მითითებული „მძღოლი N1“, მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. 2017 წელს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-პოლიციელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მძღოლი 127-ჯერ არის დაჯარიმებული. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა გამოწერილია ასკ 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით, ანუ, ზემოხსენებული პატრულ-პოლიციელები თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ „მძღოლ N1“-ს და აჯარიმებდნენ მას, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ერთი და იმავე პატრულ-ინსპექტორების მიერ ამ პირისათვის 11-11 ჯარიმა არის გამოწერილი. სულ, 2013-2017 წლებში „მძღოლი N1“ დაჯარიმებულია 233-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323.5 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (2.7%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვთ. გარდა ამისა, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 9 დღით (7 და 2 დღე). ზემოხსენებული დაჯარიმებები ძირითადად (207 ჯარიმა, თანხით 303.2 ათასი ლარი) უკავშირდება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, მაშინ როდესაც ამ პირს უკვე შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება. ეს კი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევად განიხილება, რადგან ხშირ შემთხვევაში ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი ხდება. რამდენიმე შემთხვევაში ამ სამართალდარღვევას თან ახლდა კოდექსის ისეთი მუხლების დარღვევებიც, როგორიცაა, საჭესთან მობილურით საუბარი, ავტომანქანის მართვა ღვედის გარეშე, ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობა და ა.შ. ავტომანქანა, რომელსაც ზემოხსენებული მძღოლი მართავდა რეგისტრირებულია სხვა პირზე, მაგრამ სანოტარო აქტის საფუძველზე მისი მესაკუთრე თვითონ ეს მძღოლია. ამიტომ იმ პირზე, რომელზეც არის რეგისტრირებული აღნიშნული ავტომანქანა, არ ავრცელებენ კოდექსის ზემოხსენებულ ნორმას და მძღოლი N1 დღემდე აგრძელებს ავტომანქანის მართვას. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მძღოლი სოციალურად დაუცველია და არანაირ ქონებას არ ფლობს, მის მიმართ აღსრულების ღონისძიებების გატარებაც უშედეგოა.
მძღოლი N2
ერთ-ერთი მოქალაქე (შემდგომში - „მძღოლი N2“), 2013-2017 წლებში (1 დეკემბრამდე) დაჯარიმებულია 108-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 151 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც მხოლოდ 4-ია გადახდილი, ჯამში 120 ლარის ოდენობით (0.08%). გადაუხდელი ჯარიმები ამ შემთხვევაშიც აღსრულებისთვის არის გადაცემული, მაგრამ დღემდე არანაირი შედეგი არ დადგა, რადგან „მძღოლი N2“- იც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსით სარგებლობს. ზემოხსენებული ჯარიმები „მძღოლი N2“-ისთვის 19 სხვადასხვა ავტომანქანის მართვისას იქნა გამოწერილი, საიდანაც ორი, მას მინდობილობით აქვს გადაცემული. გადაუხდელი ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების ისეთ მძიმე დარღვევებს უკავშირდება, როგორიცაა: ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (კოდექსის 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით -39 ჯარიმა, თანხით 57.3 ათასი ლარი), ან მართვის უფლების შეჩერების პირობებში (კოდექსის 121-ე მუხლის 4 ნაწილით - 65 ჯარიმა თანხით 93.5 ათასი ლარი), რასაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლდა საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებიც.
მძღოლი N3
ერთ-ერთი მოქალაქე 2013-2017 წლებში 66-ჯერ არის დაჯარიმებული, რისთვისაც ჯამურად 93.0 ათასი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული, რაც არ გადაუხდია. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ ზემოხსენებული ჯარიმები გადაცემულია აღსრულების მიზნით, ხოლო ავტომანქანა რომელსაც ის მართავდა, ამ ჯარიმების გამოწერისას წარმოადგენს მის საკუთრებას, დღემდე არ მომხდარა აღნიშნული ქონების აღსასრულებლად მიქცევა. ჯარიმები ძირითადად უკავშირდება ავტომობილის სისტემატურად მართვას იმ დროს, როდესაც მას შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება (ასკ-ს მუხლი 121), ასეთ შემთხვევაში კი კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2017 წლის პირველ სამ თვეში ზემოხსენებული მძღოლი ამ მუხლით (121-4-0) 15-ჯერ არის დაჯარიმებული, მისი წარდგენა სასამართლოში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, არ განხორციელებულა, რისი უფლებაც სამართალდამცველებს ჰქონდათ.
მძღოლი N4
ერთ-ერთი მოქალაქე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2013-2017 წლებში (1 დეკემბრამდე) დაჯარიმებულია 66-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 79.8 ათას ლარს მიაღწია, რაც არ არის გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ „მძღოლი N4“ 2013 წლის მაისიდან სისტემატურად ჯარიმდებოდა და გადაუხდელობის გამო თითქმის ყველა ჯარიმა აღსრულებაზეა გადაცემული, დღემდე არანაირი შედეგი არ დამდგარა. ზემოხსენებული ჯარიმები „მძღოლი N4“-ისათვის 12 სხვადასხვა ავტომანქანის მართვისას იქნა გამოწერილი და უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (28 ჯარიმა, თანხით 33.4 ათასი ლარი), ან მართვის უფლების შეჩერების პირობებში (34 ჯარიმა თანხით 45 ათასი ლარი), რასაც თან ახლდა საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებიც. მიუხედავად ამისა, „მძღოლი N4“-ისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება არც ერთხელ არ განხორციელებულა, მაშინ, როდესაც მარტო 2017 წლის 11 თვეში იგი კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს, 10-ჯერ არის დაჯარიმებული. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: თუ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და არ იხდის ჯარიმას, მასზე სამართლებრივი რეაგირების თითქმის არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დარღვევების სიხშირისა და საზოგადოებისათვის საშიში ხასიათისა, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოხსენებული მძღოლებიდან 2 ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეც გახდა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა