ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზრადის მამა ზაზა სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესს დაესწრება. სარალიძის განცხადებიტ, კუპრავას დაკავება მიმდინარე აქციის დისკრედიტაციაა:
„მე კარავში ვიყავი, ბიჭები საპირფარეშოში გავიდნენ და იქიდან დააკავეს. რატომ დააკავეს არ ვიცი. როგორც შსს-მ განაცხადა, ზვიად კუპრავამ პოლიციელებზე ზეწოლა განახორციელა, რაც ტყუილია. ყოფილი პოლიციელი ზეწოლას არასდროს განახორციელებს და მითუმეტეს, შეურაცხყოფას არ მიაყენებს. ეს კუპრავას დისკრედიტაციაა აქციიდან გამომდინარე. ვიტყვი იმასაც, რომ ზვიად კუპრავას ვიღაცასთან ჰქონდა შელაპარაკება. პატრულის ფორმაში იყო ვიღაც ჩაცმული, რომელსაც ზვიად კუპრავამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა, თუ რომელი სამსახურიდან იყო. მან არ წარმოუდგინა თავისი დამადასტურებელი მოწმობა. ის სუს-ის აგენტი იყო, პოლიციის ფორმაში გადაცმული ან სხვა ვიღაც. ეს დაკავებამდე მოხდა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






