„სოციალურ პატრულს“ ერთი წელი შეუსრულდა
საზოგადოება - 10:51, 11 Jun, 2018     1512
„დიდად მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობის საჭიროება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, გვიხდება ჰუმანიტარული მისიის სისტემატური გაფართოება“,- განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

ერთი წლის წინ, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდი შეუდგა „სოციალური პატრულის“ პროექტის განხორცილებას, სახეზე იყო მისი აქტუალურობა და მნიშვნელობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მოლოდინი გამართლდა, რაზეც მეტყველებს თუნდაც ეს სპონტანური გამოკითხვა, რომელიც სადილის დარიგების ერთ-ერთ პუნქტზე ჩატარდა.

გიორგი, 67 წლის, II ჯგუფის ინვალიდი: „მეუღლე გარდამეცვალა, ბიჭმა მიმატოვა, ქალიშვილი გათხოვილია, მსტუმრობს წელიწადში ერთხელ, დავრჩი მარტოდმარტო. სასადილოში ვერ დავდივარ, რადგან ფეხები მტკივა, ხოლო „სოციალური პატრული“ საჭმელს აქვე, ჩემს სახლთან არიგებს, რაც ჩემთვის ხსნაა“.

დარეჯანი, 37 წლის, მარტოხელა მრავალშვილიანი დედა: „როდესაც საავადმყოფოში დამაწვინეს, ბავშვებს მეზობლები უვლიდნენ, მაგრამ მათ თავად უჭირთ მატერიალურად და ამიტომ თქვენი „პატრულის“ იმედი მქონდა. რომ არა ეს დახმარება, ბავშვებს იშიმშილებდნენ“.

ლიუდმილა, 73 წლის, მარტოხელა პენსიონერი: „ აქ მარტო საჭმლის მისაღებად არ დავდივარ, ვერთობი, ვსაუბრობ ხალხთან, აბა სხვა რა ვაკეთო? გამოკეტილი ვარ ოთხ კედელში“.

არტემი, 46 წლის, II ჯგუფის ინვალიდი: „ფეხი მაქვს საამქროში მუშაობის დროს დაზიანებული და ახლა ვერ ვმუშაობ. დილით რომ ვიღვიძებ, ვიცი რომ სადილის გარეშე არ დავრჩები “.

სიკეთე სიკეთეს ამრავლებს!

მეგობრებო, თუ გსურთ შეუერთდეთ ჩერნოვეცკის ფონდის პროექტს და შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილშობილ საქმეში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე

GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სოციალური პატრული)

ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42