„მოთხოვნები რჩება, ისევ და ისევ, იგივე, რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს, დაკავებული უნდა იქნას კონკრეტული პირები. თითქოს, საკენკი გადმოგვიყარეს, სუბელიანის დაკავება რაღაც არარეალურ ფორმალობასთან დაკავშირებით. მარტო სუბელიანი კი არა, ყველა აბსოლუტურად დასაკავებელია, აბსოლუტურად ყველა, ვინც ხელი, იარაღი აღმართა ჩემს შვილზე და ვინც შეეცადა გაყალბებას ამ საქმის,“ - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები პოლიტიკური ხასიათის მატარებელი არ არის.
მაჩალიკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე საერთოდ არ უხსენებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, გუშინ დააკავა.
სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






