მოზარდების მკვლელობის საქმე - მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მისთვის არის „გადმოგდებული საკენკი“:
„რაც შეეხება დღევანდელი ნაბიჯის გადადგმას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მივესალმები ამ გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც წაუყენეს ბატონ მირზა სუბელიანს, ეს დამაკმაყოფილებელი არ არის, იმ გადმოსახედიდან თუ რა დანაშაულებრივი წვლილი მიუძღვის ამ ბატონს ამ საქმესთან დაკავშირებით. არ არის წარდგენილი ბრალი ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის.
მირზა სუბელიანი როდესაც კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, იქ მანამდე იმყოფებოდა მისი მეუღლე და მისი შვილი, რომელი შვილიც რამდენიმე საათის შემდეგ მირზა სუბელიანმა წარადგინა საგამოძიებო უწყებაში, რომ მიეცა ჩვენება. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ეს მკვლელეი, მინდა მივმართო საზოგადოებას და თვითონ გახარიას უწყებას, მისმა შვილმა არ ნახა, რომლის მოწვევითაც იყვნენე მისულები? მისი შვილი არ არის დაკავებული, პლიუს ამას მისი შვილი არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზატორობისთვის.
მისი მეუღლე, ძალიან კარგად იცოდა, რატომ არ არის დაკავებული მისი მეუღლე, რომელმაც იცოდა მკვლელეი ვინ არის? ასევე არის კიდევ ერთი ქალბატონი მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელეი სადაც იყო და არ შეატყობინა.
ზუსტად ასეთი მოთხოვნები როდესაც მე მქონდა პროკურატურაში ბატონ ზვიად ფხაკაძესთან, ასეთი პასუხი მივიღე - „კარგი რა მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?“. დამნაშავე ვინც არის ყველა დასაჭერია აბსოლუტურად.
მირზა სუბელიანის დღევანდელი დაკავება ჩემთვის იყო ის გადმოგდებული საკენკი, ასე ვთვლი მე, ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებიდან თუ ძალოვანი უწყებიდან, რომ თითქოს მე გავჩერდები, მე იქ არ მქონიდა საუბარი მხოლოდ სუბელიანზე, ბევრი პირი ჩამოვუთვალე, პლიუს მიხეილ კალანდია, პლიუს საქმის პროკურორები, რმლებიც პირდაპირ პასუხისგებაშია მისაცემი, რომელიც უკვე საფუძველია დაკავების“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






