ასლან ჯიოევი ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობს - "ძალა ერთობაშიას" წევრები მის გამოკითხვას ითხოვენ
საზოგადოება - 12:42, 09 Jun, 2018     3231

მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის, დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მოძრაობის წევრების თქმით, ასლან ჯიოევი ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ძალა ერთობაშია დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებისთანავე ასლან ჯიოევს უკან დააბრუნებენ და ქართველი სამართალდამცავები ვერ დაკითხავენ.

„როგორც ექიმებისგან გავიგეთ, არც ისეთი მძიმე არის მისი მდგომარეობა, რომ მას სჭირდებოდეს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა, ამას იყენებენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ჩნდება კითხვა, რატომ ვმკურნალობთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს. თუ ჯიოევს იცავს წითელი ჯვრის იმუნიტეტი, მაშინ არანაირი ხელსაყრელი სიტუაცია ჩვენ არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იმუნიტეტი ნიშნავს იმას, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, უკან დააბრუნებენ. ანუ, არც არანაირი გამოკითხვა ჩაუტარდება, არც დაკითხვა, არც დაკავება და არანაირი სამართლებრივი პროცედურა მას არ შეეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამართალდამცველებისთვის ეს გარემოება არაფრის მომცემი არ არის,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ძალა ერთობაშიას ინფორმაციით, ასლან ჯიოევი ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია. ფილიპ ხაჩიროვი კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, კავშირში არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42