როგორც თურქაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა "დათუნა იყო ბავშვი, რომელიც დერეფანში ცეკვავდა და მისგან მხოლოდ პოზიტივი მოდიოდა".
სკოლის დირექტორი მწუხარებას გამოთქვამს, რომ მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდება მოკლულის შესახებ.
"მე გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, ჩვენ სადაც შეგვიძლია და სადაც გვხვდება მსგავსი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა ვპასუხობთ, რადგან ეს ასე საჯარო უნდა იყოს, გიპასუხებთ, რომ დათო იყო არაჩვეულებრივი ბიჭი, თავაზიანი, მეგობრული, წესიერი, ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ დერეფნებში ცეკვავდა ხშირად, რეპავდა - „მე ვარ ბიჭი პოზიტივიო“, იყო ყველას დამხმარე, იყო ყველა სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლაში, თუ კი რამ ჩატარებულა, მისი თაოსნობით ჩავატარეთ 12 სახეობაში ოლიმპიადა, დათო იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი, არ არსებობს სკოლაში არც მოსწავლე და არც მასწავლებელი, რომელიც იმას იტყვის, რომ ოდესმე დათოსთან პრობლემა ჰქონია, დათო იყო არაჩვეულებრივი ბიჭი და ვწუხვარ, რომ უფროსების ასეთი განცხადების გამო, ჩვენ კომენტარის გაკეთება გვიწევს, მე არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია, რაც ხდება სოციალურ ქსელში თუ მედიაში“, - განაცხადა მანანა თურქაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართა და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთება მოუწოდა.
როგორც სარალიძემ დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.
ასევე იხილეთ ვიდეო: "როგორ ერთობოდა დათო სარალიძე სკოლაში - სიცოცხლე რომელიც 16 წლის ასაკში შეწყდა".
მასალის გამოყენების პირობები






