სოფლის მეურნეობის სამინისტროში "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:36, 16 Aug, 2013     890


დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რუსულ დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის სანიტარიის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სასაზღვრო ფიტოსანიტარიულ - საკარანტინო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და საექსპორტო მცენარეული პროდუქციის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემაზე.

დღესვე, "როსსელხოზნადზორის" დელეგაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეწვია, სადაც საქართველოში ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცენარეული პროდუქტის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოების, ვაზისა და ხილის წარმოების ეროვნული ცენტრის (საგურამო), ხილის კომპანიის, სასათბურე მეურნეობების, ციტრუსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მონახულება, სადაც სტუმრები საექსპორტო პარტიების ფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკურ დეტალებს გაეცნობიან.

"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლების ვიზიტი 21 აგვისტოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42