"ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი...შოკში ვართ, ეს რა დაგვემართა ამ ადამიანმა!" - 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ მეგობარს 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
საზოგადოება - 13:39, 07 Jun, 2018     8716
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში გასული წლის 2 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი თანაკლასელმა და მეგობარმა, ივიკო ტორაძემ, სოფლის განაპირას, სასაფლაოსთან გაიყვანა და შელაპარაკებისას დანით გულში დაჭრა. სამწუხაროდ ჭრილობა იმდენად ღრმა და მძიმე იყო, ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. თორნიკე დედისერთა იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობის დაწყებას, ოჯახის დახმარებას აპირებდა.

ივიკო ტორაძეს ქუთაისის სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„მეექვსე კლასში გადმოვიდა ჩვენთან თორნიკე. მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ტელეფონი რომ მოვიპარე, ერთად ვიყავით. შემდეგ თორნიკე ჩემთან, სახლში იმგოგოსთან ერთად მოვიდა, ვისაც ტელეფონი მოვპარე. მეწყინა, რომ ასე მოიქცა. დავურეკე და ვუთხარი, რატომ დამაყენე ის გოგო სახლში, არ მინდოდა, ჩემს მშობლებს ეს ამბავი გაეგოთ- მეთქი. მეორე თუ მესამე დღეს ჭიშკართან შევხვდით და დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე წავედით სოფლისგან მოშორებით. თორნიკემ შეაგინა დედაჩემის მისამართით და დამარტყა. ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო და მახრჩობდა. ამ დროს გამახსენდა, რომ ჯიბეში დანა მქონდა. მე საერთოდ დანას ვატარებდი. ამოვიღე და მოვუქნიე“ - ამბობს ჩვენებაში ტორაძე.

მოკლულის დეიდა, გვანცა ცომაია ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

„სასფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს თორნიკეს მკვლელმა დაუძახა, გარეთ გამოდიო. ბავშვი გაჰყვა და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული და ის ერთი ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო. 14 წელი გავა, ის დატოვებს ციხეს და თავისუფლად ითარეშებს. ჩემს ანგელოზივით დისშვილს კი ვერავინ გააცოცხლებს. 6 თვე გავიდა და კიდევ შოკში ვართ, ეს რა დაგვემართა ამ ადამიანმა! დედას წაართვა ერთადერთი შვილი, რომელიც ცხოვრების მთავარი აზრი იყო. კონფლიქტი ტელეფონის გამო მოხდა. მკვლელმა გოგოს ტელეფონი მოპარა, ჩემმა დისშვილმა კი გოგოს ამის შესახებ უთხრა და მკვლელმა ეს ვერ აპატია. დედამისი თურქეთში დადიოდა, ბინა და მანქანა უყიდა, რომ ცოლი მოეყვანა, გამრავლებულიყო და ჩვენც გავეხარებინეთ. კარგად ვერ სწავლობდა, არ მოგატყუებთ, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებდა. უნდოდა, სწავლის დამთავრების შემდეგ ავტოსამრეცხაოში დაეწყო მუშაობა, იცოდა, სადაც იმუშავებდა და უხაროდ, მაგრამ ბიჭი მოგვიკლეს და ჩვენც მოგვკლეს“ - აცხადებს მოკლულის დედა ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42