EMC მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს
საზოგადოება - 12:21, 07 Jun, 2018     2078

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სავარუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ უკანონო ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავების ფაქტებზე საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს:

“მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან და მთლიანობაში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. აქციების ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპრესიულ პოლიტიკას. აქციების პერიოდში მ. მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პერმანენტულ მეთვალყურეობას და კონტროლს ექვემდებარებიან, რაც თვალთვალში და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა. 2018 წლის 2 ივნისს[1] კი, როდესაც მ. მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ვიზუალური კონტროლის განხორციელებას და მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების მცდელობას. კერძოდ, მ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მ. მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან ერთად, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა.

EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებასა და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს, რამდენადაც საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მ. მაჩალიკაშვილის მიმართ ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე დაყრდნობით მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სთხოვს უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”, - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42