თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ერთ-ერთი იდეის ავტორი გამოდის ინიციატივით ვარდების მოედანზე დიდი ქვიშის საათი დაიდგას:
„თბილისის, როგორც სიცოცხლის ქალაქის სიმბოლური გამოხატვის მიზნით კარგი იქნებოდა დიდი ქვიშის საათი დაგვედგა, ვარდების მოედანზე, რომელსაც ქალაქის მერი გადაატრიალებდა ყოველ ახალ წელს... ზუსტად 12:00-ზე... მომდევნო წლის მიზნებისა და ამოცანების გაჟღერებასთან ერთად... ეს ტრადიციად იქცეოდა...
ქვიშის საათი დროს ზომავს პროცენტებში, და ამიტომ შესაძლოა გამოსახოს სიმბოლურად რომ ბევრი გვაქვს მოსაწრები და რომ 'სოჩიკი ჩაირთო"...
ქვიშის საათის დიაგრამა დაყოფილი უნდა იყოს კვირეებად, რომ ყველა გამვლელმა იცოდეს რამდენი კვირა დარჩა წლის ბოლომდე, და რამდენი რამე აქვს მოსასწრები...
ზოგადად, ეს ხალხის მოტივაციისთვის ძალიან კარგი რამე იქნება, თუ მოვუწოდებთ რომ ყველამ მოიფიქროს მომდევნო წლისთვის რის გაკეთებას აპირებს... თუნდაც მომდევნო წლის "სურვილები ჩაიფიქრონ" ახალი წლის დასაწყისში“, - ნათქვამია აღწერილობაში.
მასალის გამოყენების პირობები






