"არ ჩანდა, რომ ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა, ყველა რომ გარბოდა, თქვენი შვილი არ გაიქცაო" - დადუნაშვილის დედა ტრაგედიის უცნობ დეტალებს ჰყვება
საზოგადოება - 13:36, 06 Jun, 2018     16391
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, 16 წლის ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე 2017 წლის პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ლევან დადუნაშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი იქვე, ხორავას ქუჩაზე გარდაიცვალა.

"თაღიდან ქუჩამდე თავისი ფეხით გამოსულა. მერე ვიღაცას კიბეზე დაუსვამს ეს მე სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან გავიგე. უცხო კაცმა მიხედა"- აცხადებს ნათია.

ლევანის დეიდა კი აღნიშნავს, რომ დაჭრილ ლევანის საკმაო მანძილი, საკუთარი ფეხით აქვს გავლილი.

"ამ კაცმა თქვა, რადგან ფეხზე იდგა, ვერც წარმოვიდგინე, რომ დაჭრილი იყოო. შავი ქურთუკი ეცვა და არ ჩანდა, რომ ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა. საკმაო მანძილი ჰქონდა გავლილი... ასე გაზრდილი ბავშვი, სრულიად მარტო დარჩენილ, ქუჩაში მოგვიკლეს! ამ ბავშვებისგან ტყუილ-მართალს ვერ გაარჩევ, თუმცა ერთმა თქვა, რომ შესთავაზა დაგეხმარებიო და ლევანს უთქვამს, არ მინდა, მე თვითონ წავალო"- უთხრა "სარკეს" გარდაცვლილის დეიდამ თამარ საყვარელიძემ.

ნათია საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ამ ფრაზიდან ჩანს რომ ლევანი გაბრაზებული იყო.

"გაბრაზებული იყო, როგორც ჩანს არავინ მიეხმარა და ის ნაწყენი იყო. ყველა გაიქცა. ყველა რომ გარბოდა, თქვენი შვილი არ გაიქცა და მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვისო, ეს მითხრა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ.

თავის დაცვა რომ სცოდნოდა, იქნებ თავი დაეცვა. სად შეეძლო ორ ადამიანს გამკლავებოდა?! მას თავდაცვა საერთოდ არ შეეძლო.

ორივე ჭრილობა ერთმა მიაყენა. ახლა მისი ადვოკატი გვეუბნება, ამან მხოლოდ, ის პატარა ჭრილობა მიაყენა, ძირითადი - არაო"- აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42