უცხოელი მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
განათლება - 11:52, 06 Jun, 2018     1723

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასწავლო წელი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, უცხოური ენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ, უცხოენოვანი ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, უკვე მერვე წელია, რაც უცხოელი მოხალისე მასწავლებლების დახმარებით, საქართველოს საჯარო სკოლებში უცხოური ენების სწავლების ხარისხი უმჯობესდება. 2012 წლიდან პროგრამამ ცვლილებები განიცადა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოხალისე მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები დახვეწა. გარდა ამისა, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინგლისურენოვან მასწავლებლებს, ჩინური, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახლა უკვე არა მარტო უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც მუშაობს. უცხოელი მოხალისეების საქმიანობის ნაწილს კოლეგებთან თანამშრომლობა, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, უცხოურ ენაზე კომუნიკაცია წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42