რაფალიანცის საქმეზე სკანდალური განცხადების შემდეგ, ადვოკატის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
კრიმინალი - 12:27, 05 Jun, 2018     8647
ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევისას უფლებადამცველი სახლში იმყოფებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ თავდასხმა ბარბარე რაფალიანცის საქმეს უკავშირდებოდა, რომლის დეტალებზეც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ტელეეთერში ისაუბრა.

არახამიას მტკიცებით, შეიარაღებული თავდასხმა მისი დაშინების მცდელობა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გასროლილი ტყვია ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, სახლის ფანჯარა კი გაკაწრულია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბარბარე რალალიანსის საქმეზე გაკეთდა საჯარო განცხადება თუ როგორ იგეგმებოდა ამ საქმის გაყალბებ, მაგვს ლეგიტიმური ეჭვი რომ მომხდარი დაშინებას ემსახურება. სიუჟეტის გასცლის შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა"-

„ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში სროლის ფაქტი დაუდასტურეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ სკანდალური დეტალები გახდა ცნობილი ცნობილი. პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი მეუღლე "კურიერს" მოუყვა, თუ როგორ აპირებდა მთავარი საგამოძიებო უწყება, ბარბარე რაფალიანცის საქმე ოპოზიციის წინააღდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოეყენებინა.

რივერა ბენდელიანი ამბობს, რომ რაფალიანცის საქმის გაყალბების ისტორია მთავარი პროკურორის კაბინეტში დაიწყო. მის ცოლს კი, როგორც გახმაურებული საქმეების პროკურორს, დოკუმენტაცია არაოფიციალურად გადასცეს და დაავალეს, რომ საქმე შეეკერა.

მისი თქმით, 10 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე პროკურორმა მილენა მითაიშვილმა სახლში მიიტანა და მეუღლეს უყვებოდა, როგორ უნდა წარედგინათ ბრალი ნაციონალური მოძრაობის გურჯაანიის მაჟორიტარი დეპუტატების მაშინდელი კანდიდატისთვის, გიორგი ღვინიაშვილისთვის.

ბენდელიანი ამბობს, რომ სქემის მიხედვით, პროკურატურას გარდაცვლილი ჩვილის დედაზე ზეწოლა უნდა მოეხდინა, რომელიც ხელს გიორგი ღვინიაშვილს დაადებდა.

რივერა ბენდელიანის მონათხრობიდან ირკვევა, რომ, თუ რაფალიანცის დედა პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდა, მაშინ მას საგამოძიებო უწყება დაემუქრებოდა, რომ შვილის მკვლელობის ბრალდებით მას ციხეში ჩასვამდნენ,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42