თსუ-ში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 16:31, 04 Jun, 2018     1684

5 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაციას.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

გამოცემაში წარმოდგენილია 940-მდე საენციკლოპედიო სტატია - საქართველოს დემოკრატიული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრების, დიპლომატიური წარმომადგენლების, სამხედრო პირების, საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი პოლიტიკოსების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, რესპუბლიკის კანონების, რეფორმების, მოვლენების შესახებ.

ენციკლოპედია-ლექსიკონის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის თანამშრომლები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიუტიტის მკლევრები, უნივერსიტეტის გარეთ მომუშავე მკლევრები. გამოცემაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42