„წლების წინ სასაფლაოზე ადამიანი აწამა” - მუხრანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები
კრიმინალი - 16:17, 04 Jun, 2018     11732
"ნიუპოსტისთვს" მუხრანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილია 25 წლის გიორგი ძმაორაშვილი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დაჭრილს კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. მედიკოსები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ.

როგორც ირკვევა, სისხლიან გარჩევას წინ ე.წ. ქუჩური გარჩევა უძღოდა. დაჭრილი და ბრალდებული, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს მეზობლები არიან.

გიორგი ძმაორაშვილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ბრალდებულს დაჭრილის მეგობართან მოუვიდა უთანხმოება, რის შემდეგაც ძმაორაშვილის მეგობრებმა ის გარჩევაზე დაიბარეს, ამ უკანასკნელმა კი გიორგი ძმაორაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და მიიმალა.

„ყველაფერი მომხდარის წინა დღეს განვითარებული მოვლენებით დაიწყო, როცა ბრალდებულმა, ვინმე გუკამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიორგის სამეგობროს, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული გარჩევა, უთქვამს შემეშვით თორემ გესვრითო, ამის შემდეგ დაჭრა გიორგი და მიიმალა. დაჭრილი მოჭიდავე, ჩემპიონის გიორგი ბაინდურაშვილის მეგობარია“- აცხადებს დაჭრილის ახლობელი.

ბრალდებულს მუხრანში უარყოფითად ახასიათებენ და ამბობენ იმასაც, რომ სოფელში კრიმინალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

„წლების წინ სასაფლაოზე ადამიანი აწამა”- აცხადებენ ადგილობრივები.

სოციალურ ქსელში გიორგი ძმაორაშვილის დამ წერილი გამოაქვეყნა და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ შეძლოს

“მეგობრებო,ისე როგორც არასდროს ახლა თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩემს 25 წლის ძმას გიორგი ძმაორაშვილს 30 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ჩაუტარდა ოპერაცია, დაზიანდა მუცლის ღრუს არტერია, რამაც გამოიწვია მარჯვენა კიდურის (ფეხის) ამპუტაცია, მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე!

ძალიან გთხოვთ, ახლა ყველაზე მეტად თქვენი დახმარება გვჭირდება!!!

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებია: TBCBGE 22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE67TB7140436515100008

მიმღები მიუთითეთ მხოლოდ -ნოდარ ტუღრიაშვილი“- წერს პაციენტის და.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიეო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42