1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, "ლოპოტა სპა რეზორტმა" მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, დღევანდელი დღე ერთ ერთი ასეთი დღეა, რომელიც ტრადიციულად გაგრძლედება", - აცხადებენ კომპანიაში.
დღევანდელი ღონისძიება "ლოპოტა სპა რეზორტის" პარტნიორ კომპანიასთან - ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან”, ერთად განხორციელდა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის “SOS Children's Villages International” ადგილობრივ წარმომადგენლობას. ამჟამად, აღნიშნული ორგანიზაციის ქსელი ფუნქციონირებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში და სხვადასხვა მომსახურების გზითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ზრუნავს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების და/ან მშობელთან დაშორების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე.
ასოციაციის ერთ-ერთ პროგრამულ მიმართულებას წარმოადგენს ოჯახის გაძლიერების პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. პროექტში ერთიანდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.
დღევანდელი ღონისძიება მოიცავდა, ცხენებზე ჯირითს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, პურის ცხობას და ჩურჩხელების ამოვლებას.
მსგავსი საინტერესო და სახალისო აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან, რადგან "ლოპოტა სპა რეზორტი" ემზადება 10 წლის იუბილესთვის.
„ლოპოტა სპა რეზორტი“ -ს ისტორია იწყება 2008 წლიდან სულ რამოდენიმე ნომრით. დღეს კი სასტუმრო შედგება 102 ნომრისგან. თვის ბოლოს დაგეგმილია ახალი დამატებითი 84 სასტუმრო ნომრის გახსნა და ღონისძიების დარბაზის, რომელიც დაიტევს 500 ადამიანს. სექტემრის თვეში იგეგმება შატო ბუერას (ღვინის საწარმო და რესტორანი ) გახსნა, რომელიც იქნება გამორჩეული პროდუქტი.
მასალის გამოყენების პირობები






