მოზარდების მკვლელეობის საქმე - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მიმართა:
“ეს დღეებია გაისმის, რომ მე თითქოს რომელიღაცა პოლიტიკურ პარტიას მივყიდე ჩემი შვილის სული, არ დავუშვებ ამას, მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, ქართველებო, დამიდექით გვერდით, დაგვიდექით ჩვენ გვერდით, რათა ამ უსამართლო ქვეყანაში, მივაღწიოთ ჩვენ სამართლიანობას. მე ინფორმაცია მაქვს, რომ თითქოს თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებში არის აქციები და არ მოდიან აქ იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს აქ ვიღაც-ვიღაც პოლიტიკოსები არიან, მე ჩემი შვილის სულს არავის არ მივყიდი არასდროს. ჩვენი შვილების სულები არ იყიდება, ხალხო. ნუ ცდილობს მთავრობა და სუსი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკასთან გააიგოვოს. ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან, არა! და არასდროს არ იქნება ჩემს უკან პოლიტიკა. დღეს ისევ ცდილობს სისტემა რომ მომატყუოს, ისევ ცდილობს სისტემა რომ მომატყუოს, თითქოს გამოძიება გახარიასთან წავიდა, გახარიას ორი თვის წინ ვემუდარებოდი შემხვდი და მომისმინე-მეთქი, დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება. ვენდო მე მაგათ? დღეს სისტემა უნდა დაინგრეს აუცილებლად, ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს, კერძო ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილს, რომელმაც ფარდა ახადა იმ ჭეშმარიტებას, რა ჭეშმარიტებასაც მალავდა პროკურატურა და სამხარაული, დღეს სამართლებრივი დევნა გამოაცხადეს მის წინაშე, დევნიან მაია ნიკოლეიშვილს, დავუთმოთ თუ არა? მადლობა ყველას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






