ქალბატონი ქირურგის ეროვნულ ცენტრში მართვის სუნქვაზე იმყოფება და რეანიმაციაშია მოთავსებული.
"ქალბატონის მდგომარეობა შემოყვანისას უკიდურესად მძიმე იყო. აღენიშნებოდა ორი ჭრილობა, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურად მართვით სუნთქვაზეა. ერთადერთი პოზიტიური ის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტმა გაიღვიძა" - აცხადებს ექიმი.
მეზობლების ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ყოფილი მეუღლე მივიდა და კარის გაღება მოთხოვა, მაგრამ ქალმა კარი არ გაუღო. კაცმა სახლის მეპატრონეს გამოუძახა. რა დროსაც ქალის მეგობარმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, სადაც ყოფილი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, ქალი მძიმედ დაიჭრა.
მათივე ცნობით, ქალის მეგობარი მამაკაცი ყოფილი პოლიციის თანამშრომელია.
თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა საპატრულო ეკიპაჟების თანდასწრებით მოხდა თუმცა, მისი შეჩერება სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






