თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
საზოგადოება - 19:15, 31 May, 2018     1917
შოთა შალელაშვილის ოჯახის ინიციატივით, თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის ოჯახის ინიციატვით, თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს, 12:30 საათზე გაიმართება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც როგორც ნევროლოგიური, ისე ტრავმის შემდგომი პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, ლოტკინის დასახლებაში, 5710 კვ. მეტრზე განთავსდება. 4 - სართულიანი შენობა აღჭურვილი იქნება ორსაწოლიანი პალატებით, ადაპტირებული აბაზანით, გათბობა-ვენტილაციის სისტემით, უკაბელო ინტერნეტითა და საკაბელო ტელევიზიით; ცენტრი 40 სტაციონარულ და დღის განმავლობაში 80-მდე ამბულატორიულ პაციენტს მოემსახურება.

ცენტრი მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით; იფუნქციონირებს კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენი, ელექტრო-ენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და ექოსკოპია.

ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორებიცაა სამკურნალო ფიზკულტურა; ერგოთერაპია, ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, კუნთების ელექტროსტიმულაცია); სენსორული სტიმულაცია; ჰიდროთერაპია; მუსიკათერაპია; ფსიქოთერაპია; არტთერაპია; ახტალის სამკურნალო ტალახით მკურნალობა; ლაზეროთერაპია და სხვა.

სარეაბილიტაციო ცენტრს მოემსახურება სხვადასხვა სპეციალიზაციის პერსონალი, მათ შორის ნევროპათოლოგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რეაბილიტოლოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა.შ.

სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადდება ევროპის წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრებში; ექიმები წელიწადში ორჯერ მონაწილეობას მიიღებენ გაცვლით პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში რეაბილიტაციის მოწინავე მეთოდების საქართველოში დანერგვის მიზნით; გერმანიიდან და ევროპის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები რეგულარულად ჩაატარებენ მასტერკლასებს ქართველი რეაბილიტოლოგებისათვის, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითრებას.

ყველა პაციენტთან იმუშავებს ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, დაგეგმავს მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმას;

ინდივიდუალურად იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება პაციენტს ემოციების მართვასა და პრობლემების დაძლევაში;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის რეგულარულად მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები და კინოჩვენებები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლის დევიზია - “ნაბიჯი ღირსეული და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის”, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას; წლის განმავლობაში ცენტრი 2000-მდე პაციენტს მოემსახურება, აქედან 800-მდე პაციენტისთვის სტაციონარული მკურნალობისა და რეაბილიტაციას, 1000-მდე ამბულატორიული პაციენტისათვის კი სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სერვისის ფარგლებში განხორციელდება ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება, რეაბილიტაციის მიმართულებით მძლავრი საგანმანათლებლო ბაზის შექმნა, სარეაბილიტაციო სერვისების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების დამოკიდებულებისა და ნდობის ამაღლება.

ღონისძიებას ოფიციალური პირები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება, აღჭურვა და სახელმწიფოსთვის მისი უსასყიდლოდ გადაცემა ფონდ GSH-ის დამფუძნებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივაა. ფონდი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ანონსი: 1 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფონდი „GSH“ ის დამფუძნებლის შოთა შალელაშვილის დაფინანსებით , ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და პატრიარქი დაესწრება.

მის: ნინო წერეთლისა და გარეჯის ქუჩებს შორის(თბილისის ზღვა, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორია)

კონტაქტი: 599888861





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42