აქცია რუსთაველის გამზირზე - აქციის მონაწილეებს სიტყვით მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უნდა გადადგეს:
„მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა, იყო პეშკა სუს-ის, გომელაურის და გოგაშვილების. პროკურატურა და დანარჩენი მთელი ხელისუფლებაც. სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ვინც არიან დღეს ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ და დაისაჯოს. ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა. მე სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერის, მე ამას ყოველთვის ვიძახდი. მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი. მაგრამ მე დრეს ვხედავ, მე ეს არ დამჭირდება თქვენი ადამიანობით და თქვენი ვაჟკაცობით. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი,“ - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






