თსუ-სა და „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 17:24, 31 May, 2018     1025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „გეოპლანტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შპს „გეოპლანტის“ დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა მოაწერეს.

„გეოპლანტის“ პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კოლექცია. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან პროექტში. ბევრ ენაზე იგეგმება სერიის გამოშვება; გერმანულ და უკრაინულ ენებზე პროდუქტი მალე გამოვა, ველოდებით იაპონურ და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ენაზე გამოშვებასაც. ჯერ ერთი, ეს არის ძალაინ კარგი მაგალითი იმისა,თუ როგორ თანამშრომლობს უნივერსისტეტი ბიზნესთან, მომავალ პოტენციურ დამქირავებელთან და მეორე, როგორ ეხმარება ბიზნესი უნივერსიტეტს. მემორანდუმის თანახმად, გაყიდული კოლექციებიდან შემოსული გარკვეული თანხა მოხმარდება უნივერსიტეტის სტუდენტებს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების თანამშრომლობის მიზანია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის და სამუზეუმო ღირებულების ნივთების მოძიება-შენახვა, ქვეყნის ეროვნული საგანძურის შევსება, გამრავალფეროვნება და მომავალი თაობებისთვის გაცნობა. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „გეოპლანტი“, ითანამშრომლებენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და შესაბამისი თარგმანების, რეპროდუქციების მოძიების კუთხით. „გეოპლანტი,“ თავის მხრივ, მზაობას გამოხატავს ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან დასახული მიზნების მისაღწევად და კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის რეალიზაციიდან შემოსული თანხიდან ნაწილი გადარიცხოს „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ საბანკო ანგარიშზე.

„პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ გაფართოვდა; გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მემორანდუმით გათვალისწინებულია პროექტის შინაარსობრივი მხარე; მათ შორის, ტექსტუალური ნაწილის მოძიება სხვადასხვა ენაზე. ამჟამად, უნივერსიტეტთან ერთად, პროექტს ვახორციელებთ გერმანულ და უკრაინულ ენებზე. თანამშრომლობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე იარსებებს პროექტი. პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან პროექტიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი უნივერსიტეტის განვითარების ფონდში ჩაირიცხება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე პროექტი „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც გარწმუნებთ, რომ შესაძლებლობები, როგორც მისი შინაარსობრივი, ისე ბიზნესის თვალსაზრისით არის განუსაზღვრელი,“- აღნიშნა „გეოპლანტის“ დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა.

მიხეილ ჭკუასელმა მემორანდუმის გაფორმებს შემდეგ გერმანული და უკრაინული ვერსიების მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს, თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტის დირექტორს ოთარ ბაქანიძეს და რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსს, გერმანისტ მზექალა აჭაიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისთვის მიძღვნილი საიუბილეო გამოშვების ჩაი „პრინცი გურიელი“ გადასცა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ რარიტეტული გამოცემები. მათ შორის 1712 წელს დაბეჭდილი ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42