რატომ მოიკლა ქართველმა გოგომ თავი გერმანიის ციხეში - კრიმინალური ისტორია, რომელიც საქართველოში არ გახმაურებულა
კრიმინალი - 10:50, 31 May, 2018     13616
ავტომანქანებს ადრეც ძარცვავდნენ და იტაცებდნენ, მაგრამ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ამ დანაშაულმა მასშტაბური სახე მიიღო. თავდაპირველად კანონიერი ქურდები ე.წ. „უგონშჩიკებსა“და „გოპნიკებს“ თავისიანებად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ 1990-იანი წლებში ტრასებზე ავტომანქანების დაღაჩაღება-გატაცებამ პიკს მიაღწია, ანუ გამტაცებლებმა დიდი ფული იშოვეს და კანონიერი ქურდები იძულებულნი გახდნენ, მათთვის ანგარიში გაეწიათ, მით უმეტეს, რომ ე.წ. ტრასის მაყურებლები უარს არც სისხლიან გარჩევებზე ამბობდნენ... ერთი სიტყვით, „უგონშჩიკებმა“ და „გოპნიკებმა“ ქურდული სამყაროს ელიტაში დამკვიდრება მოახერხეს, თუმცა ისინი, როგორც სისხლის სამართლის თანამშრომლები ამბობენ, სხვა კრიმინალებისგან მაინც განსხვავდებიან. მაგალითად, „უგონშჩიკებსა“ და „გოპნიკებს“ მხრებზე ვეფხვის თავი აქვთ ამოსვირინგებული და ადამიანის ძვლისგან დამზადებულ ბეჭდებს ატარებენ... სხვათა შორის, დადგენილია, რომ მაღალი რანგის „უგონშჩიკს“ დაკეტილი ავტომანქანის გაღება და უგასაღებოდ მისი გატაცება 17 წამში შეუძლია... თბილისის ომის შემდეგ ქართველ „უგონშჩიკთა“ და „გოპნიკთა“ ნაწილი „სამუშაოდ“ საზღვარგარეთ წავიდა. ამბავია, რომელსაც დღეს გიამბობთ, რამდენიმე წლის წინ, გერმანიის ქალაქ შტუტგარდში მოხდა...


„ყარაბასას“ საიდუმო

...არაბი შეიხის შავი „როლს როისი“ გზატკეცილზე ფეთიანივით მიჰქროდა... აზიელი მილიარდელი 20-21 წლის გოგონას კისერში ვნებიანად კოცნიდა... ეკატერინე მამაკაცს წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ ეტყობოდა, მისი ალერსი არ სიამოვნებდა...

შეიხმა კვნესას უმატა და გოგონას ხელი ფეხებშია შეუცურა. ეკატერინე დაიზაფრა და ანაზდეულად „ყარაბასას“, იგივე ჯიბო ცეცაძის ნათქვამი გაახსენდა:

- ეკუშ, წარმოიდგინე, რომ მე გეფერები და მაგ აყროლებულ არაბს ყველაფრის უფლება მიეცი...

...„ყარაბასამ“ ეკატერინე გერმანიის ქალაქ შტუტგარდში ჩასვლის პირველსავე დღეს გაიცნო. იმხანად გოგონას გერმანელი ბიჭი უყვრადა და დღე-დღეზე გათხოვებას აპირებდა, მაგრამ „ყარაბასამ“ თავბრუ დაახვია... ეკატერინეს დედას, ქალბატონ მაკას „ყარაბასა“ თვალში თავიდნავე არ მოუვიდა, მაგრამ შვილი უმტკიცებდა, იდეალური ბიჭია, მალე სადოქტორო დისერტაციას დაიცავსო. ერთხელ, დედა-შვილის კამათს ყური ეკას უფროსი დის ქმარმა, მახომ მოჰკრა და გადაიხარხარა.

- რა გაცინებს? - გაუნაწყენდა ეკატერინე სიძეს.

- კატია, შენმა პრინცმა კრიმინალური სამყაროს დოქტორობა კარგა ხნის წინ მიიღო!

- ყველა შენნაირი ნუ გგონია!

- ეგ ჩემზე უარესია და გირჩევ, „ყარაბასასგან“ თავი შორს დაიჭირო...

- თუ იცოდი, რომ „ყარაბასა“ შავი იყო, შინ რაღას მოათრიე? - მიაძახა ოთახიდან გასულ სიძეს ქალბატონმა მაკამ...

გამოხდა ხანი... „ყარაბასა“ გაქრა. ეკატერინემ სად არ ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს, დისქმარისგან შეიტყო, რომ მისი პრინცი დაიჭირეს. გოგონამ სიცოცხლის ხალისი დაკარგა, შინიდან აღარ გამოდიოდა...

- „ყარაბასამ“ ციხიდან წერილი გამოგიგზავნა, - უთხრა ერთხელ სიძემ და ოთხად დაკეცილი ქაღალდი გადასცა.

„ეკუშ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! - წერდა „ყარაბასა“, - შენ სიცოცხლეს ვფიცავ, არაფერი დამიშავებია. უბრალოდ, რაღაც გაუგებრობა მოხდა, მალე სასამართლო იქნება და გამომიშვებენ... ეკუშ, ციხე საშინელება ყოფილა. გთხოვ, „ადიდასის“ ბოტასები და სხვა „შმოტკები“ მიყიდე და შემომიგზავნე, თორემ თუ აქ მიხვდნენ, რომ პატრონი არ გყავს, „დაგაჩმორებენ“ და მოგკლავენ. შენ ხომ ჩემს სიკვდილს ვერ გადაიტან?..“

ეკატერინემ „პრინცის“ სურვილი იმავე დღეს შეასრულა... „ყარაბასა“ ციხიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა და ეკატერინეს ცოლობა შესთავაზა. გოგონა სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მართალია, ქალბატონი მაკა ქალიშვილის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს, გატყდა და ეკატერინეს დაპირდა, ზღაპრულ ქორწილს გადაგიხდიო...

ქორწილის წინა დღეს საპატარძლოს საქართველოდან უცნობმა ქალბატონმა დაურეკა:

- ეკუნა, შვილო, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მაგ ჯიბიდან გავარდნილმა ჩემი გოგო დაღუპა და არ მინდა, შენც გაგაუბედუროს.

- ქლაბატონო, ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?

- „ყარაბასას“ სიდედრი ვარ...

ამ სიტყვების გაგონებაზე ეკატერინეს ტელეფონის ყურმილი ხელიდან გაუვარდა... ჯვრისწერა ჩაიშალა... ქალბატონი მაკა ქალიშვილს დაემუქრა, „ყარაბასასთან“ გავლილი არ გნახო, თორემ შინიდან გაგადებო, მაგრამ ეკატერინეს „ყარაბასას“ გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, შინიდან გაიპარა და საცხოვრებლად თავის „პრინცთან“ გადავიდა.

„ყარაბასას“ სახლი კრიმინალების ნამდვილი ბუნაგი გახლდათ. ვის აღარ ნახავდით იქ - ნარკომანებს, „ბარიგებს“, მკვლელებს... ერთხელ, „ყარაბასა“ შინ უგუნებოდ დაბრუნდა. ეკატერინე ყელზე ჩამეკიდა და ჰკითხა.

- რა გჭირს?

- არაფერი...

- გთხოვ, მითხარი. იქნებ, დაგეხმარო? - ჩაეძია გოგონა.

- ერთ საქმეში ქალი გვჭირდება...

- მერე, ჩემზე კარგ ქალს სად ნახავ? - გადაიკისკისა ეკამ, - მზად ვარ, გემსახურო, ჩემო ბატონო!

„ყარაბასამ“ ეკატერინეს „საქმის“ შინაარსი მოკლედ გააცნო:

- არაბ შეიხს „როლს როისი“ უნდა წავართვათ. მაგ დამპალს კისერზე თითქმის კილოიანი ოქროს ჯაჭვი ჰკიდია. როგორც ვიცი, მანქანაში ჩემოდნით ფულიც უნდა ჰქონდეს... ეკუშ, თუ ეს საქმე გამოგვივიდა, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება დედოფალივით იცხოვრებ.

- მე რა მევალება? - ჰკითხა გოგონამ „ყარაბასას“.

- ეგ ტიპი ყოველ ღამე ღამის კლუბში დადის, საიდანაც სასტუმროში „ნაშები“ მიჰყავს...

- ანუ, ამჯერად, „ნაშა“ მე ვიქნები?

- ეგრე გამოდის... მოკლედ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მაგ დამპალმა თვალი შენ დაგადგას და ვიდრე ღამის კლუბიდან გამხოვალთ, ისე უნდა დაათრო, რომ ფეხზე ვერ დგებოდეს.

- მერე? - ნირწამხდარმა იკითხა გოგონამ.

- ეკუშ, შეიხი მოფერებას დაგიწყებს, მაგრამ არ შეგეშინდეს, წარმოიდგინე, რომ მე გეფერები და ყველაფრის უფლება მიეცი... ღამის კლუბიდან რომ გამოხვალთ, „როლს როისს“ ჩვენი ბიჭები უკან გამოყვებიან, მაგრამ ეგ დამპალი ვერაფერს უნდა მიხვდეს...

ეკატერინე სახეგაყინული იჯდა...

...არაბი შეიხი ღამის კლუბში დარდიმანდულად შევიდა და იქაურობა მოათვალიერა. „ყარაბასას“ ძმაკაცმა, რომელსაც „კუსას“ ეძახდნენ, ეკატერინეს თავლით ანიშნა, საქმეს შეუდექიო. გოგონა არაბისკენ გაემართა და დამტვრეული ინგლისურით მიმართა:

- სერ, წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ ჩემთან გაერთოთ?

არაბმა ეკატერინე უხამსად აათვალ-ჩაათვალიერა, ვნებამოძალებულმა ტუჩები გააწკლაპუნა და გოგონას ჰკითხა:

- რამდენი გინდა?

- ღამეში 200 დოლარს ვიღებ, სერ...

გასროლა „როლს როსიში“

...ზუსტად იმ დროს, როცა არაბმა შეიხმა ეკატერინეს კაბის გახდა დაუპირა, შავ „როლს როისს“ გზა ემ-ლ-ის ტიპის ჯიპმა გადაუღობა. „როლს როისის“ მძღომა არაბულად რაღაც ჩაილაპარაკა და დაამუხრუჭა.

- რატომ გავჩერდით? - იკითხა ვნებით თავგზაბნეულმა შეიხმა და ვიდრე მძღოლი პასუხს გასცემდა, „როლს როისს“ ორი უცნობი მიუახლოვდა. მათში ეკატერინემ „კუსა“ და „ტარასას“ კიდევ ერთი ძმაკაცი შეიცნო და შვებით ამოისუნთქა.

უცნობებმა მგზავრებს ავტომანქანის კარის გაღება უბრძანეს. შეიხმა, უარის ნიშნად, თავინ გააქნია, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუსამ“ ხელში ბრაუნინგი შეათამაშა, არაბმა კარის გაღება ინება...

- ხელები თავზე დაილაგეთ და მანქანიდან გადმოდით! - იღრიალა კუსამ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს „როლს როისი“ შენთვის ზედმეტია!

შეიხმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და შეეცადა, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია... ანაზდეულად გასროლა გაისმა. „როლს როისის“ სავარძელი სისხლით შეიღება...

- ეს რა ჰქენი? - ასლუკუნდა ეკატერინე.

- ძუკნა, ენას კბილი დააჭირე, თორემ მაგ ბებერ ბუღას შენც ზედ მიგაყოლებ!..

„კუსამ“ სიცოცხლეს არაბი შეიხის მძღოლიც გამოასალმა და ეკატერინეს სთხოვა, ბრაუნინგი ჩანთაში შეენახა. გოგონა უარი არ უთქვამს...

„კუსამ“ შეიხს კისრიდან ოქროს ჯაჭვი ჩამოგლიჯა, ფულით სავსე ჩემოდნი კი ვერ იპოვა...

არაბი შეიხის მკვლელობას შტუტგარდში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სამართალდამაცებმა თავდმასხმელებისა და „როლს როისის“ ძებნა დაიწყეს, ავტომანქანის გატაცება, როგორც წესი, არ იხსნება, მაგრამ ქართველმა „უგონშჩიკებმა“ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - „როლს როისით“ პოლონეთში გასეირნება გადაწყვიტეს. გერმანია-პოლონეთის საზღვარზე ისინი მებაჟეებმა დააკავეს. იმავე საღამოს პოლიციამ „ყარაბასას“ ბინა გაჩხრიკა და არაბი შეიხის მკვლელობის მთავარ ნივთმტკიცებას - ბრაუნინგს მიაგნო, რომელზეც ეკატერინეს თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა. ეკატერინე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს...

„ყარაბასას“ არაბი შეიხის მკვლელობაში მონაწილეობა არ დაუმტკიცდა. „კუსას“ 12 წელი მიუსაჯეს... ეკატერინეს საქმე კი სასამართლომდე არ მისულა, რადგან მან ციხეში თავი მოიკლა.

2002 წელს „ყარაბასა“ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა საქართველოში დანაშაული არ ჩაუდენია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როგორც ოპერმუშაკები ამბობენ, მასზე თვალთვალი დაწესდა, თუმცა „ყარაბასამ“ ხელიდან დაძრომა მოახერხა და თავი საფრანგეთს შეაფარა. გადაუმოწმებელი ინფრომაციით, რამდენიმე თვის წინ „ყარაბასა“ საფრანგეთში მანქანის გატაცების ფაქტზე დააკავეს, თუმცა მისი ექსტრადირება საქართველოში არ მომხხდარა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა...

ირაკლი ბიძნაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42