"ექიმმა, ფაქტობრივად, საათები დაგვითვალა" - 2 წლის ნიას დედა, საზოგადოებას შვილის გადარჩენას თხოვს
საზოგადოება - 16:39, 30 May, 2018     4870

„ექიმმა ფაქტობრივად, საათები დაგვითვალა, საოცრებაა ეს ბავშვი რომ აქამდე ცოცხალიაო... ნიას ორგანიზმში ბომბია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს და ბავშვი დაიღუპოსო... ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ჩემი, გატანჯული დედის ტკივილი, რომელიც უსახსრობის გამო ვერ შველის ავადმყოფ შვილს... გემუდარებით, ვისაც რამდენით შეგიძლიათ, დამეხმარეთ ნიას გადარჩენაში... „ _ ამბობს ირმა კოხრეიძე, 2 წლის ნია კოხრეიძის დედა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში.

ნია კოხრეიძისთვის, დაახლოებით ერთი თვეა, თანხის შეგროვებას ცდილობს ფონდი „დედის ხელები“ რომელმაც 11 მაისს საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა 11 მაისს პატარა გოგონასთვის, მაგრამ საზოგადოების დაბალი აქტივობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბავშვის თურქეთში გაგზავნა. ნიას ოპერაციას 6000$ სჭირდება, ფონდმა კი ამ დრომდე მხოლოდ 3000$-ს მობილიზება შეძლო. არადა ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ამდენი წვალება შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ნიას დედამ გადაწყვიტა, რომ თავადაც ჩაერთოს თანხების მოძიების პროცესში და სიცხიან ბავშვთან ერთად ქუჩაში გამოსვლა და ხალხისთვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა...

„მე ვერ ვმუშაობ, ნიას გამო, მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახში მხოლოდ ჩემი 68 წლის დედა მუშაობს, მაგრამ მისი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ბავშვებს დასაპურებლადაც არ გვყოფნის.. ნიაკოს აქვს პენსია, რომელიც ისევ მისსავე წამლებში იხარჯება... ქმარმა ნიას ავადმყოფობის გამო მიგვატოვა და მას შემდეგ, არც კი დაინტერესებულა, როგორც ვართ და რითი ვარსებობთ.... გამოვდივარ ქუჩაში ბავშვთან ერთად და მოწყალებას ვთხოვ ხალხს, სხვა გზა აღარ დამრჩენია... შეიძლება ვინმემ თქვას, სიცხიანი ბავშვით რას დადისო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ოპერაციას რომ ვერ ვუკეთებ, ამით დამეღუპება თუ ამ ოპერაციისთვის მოწყალების თხოვნისას ქუჩაში“ _ ამბობს ირმა კოხრეიძე.

კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, დაეხმაროს ნია კოხრეიძეს, ვიბრძოლოთ ერთად მისი გადარჩენისთვის!...

ჩვენი რეკვიზიტები:

1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400

2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015

3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან : 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“

გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, ჩვენი საიტიდან www.mothershandscare.com

დანიშნულებაში მიუთითეთ ნია კოხრეიძე

გმადლობთ თითოეული გადარჩენილი ბავშვის სახელით!

ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42