"ფარცვანია და ბუკია მეგობრები იყვნენ... ტვია სამივეს თავში აქვს ნასროლი"- საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
კრიმინალი - 14:27, 30 May, 2018     17274
ხობში მიმხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "ნიუპოსტს" გარდაცვლილი ახალგაზრდების მეზობლები უყვებიან, რომ ფაქტი ფარცვანიების სახლში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული სამი ახალგაზრდა ფარცვანიების ოჯახის წევრმა, უფრო კონკრეტულად კი მოკლული გოგიტა ფარცვანიას დედამ ნახა, რომელიც შემთხვევის დროს მაღაზიიდან ბრუნდებოდა.

გარდაცვლილთა შორისაა დათა ბუკია და ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. გოგიტა ფარცვანია დაცვის პოლიციაში მუშაობდა და იარაღი სახლში ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა.

"სამივეს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი, ერთად სადილობდნენ, არავითარი ვარაუდი არ გავქვს, რაც ვნახეთ ეს არის სამი გარდაცვლილი და იარაღი, საიდანაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა"- აცხადებს მეზობელი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ფარცვანია და ბუკია ახლო მეგობრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42