თსუ-ს აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ეწვივნენ
საზოგადოება - 13:09, 30 May, 2018     797
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევრაზიის ლიდერობის ტურის ფარგლებში ჰარვარდის და ტაფტის უნივერსიტეტების, და მასაჩუსეტსის ტექნოლგიების ინსტიტუტის სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრას ქართველ სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა. ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტების 5-დღიანი ვიზიტის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკითხების შესწავლაა. მსოფლიოს წამყვანი უნიერსიტეტების სტუდენტები იმყოფებოდნენ ოკუპაციის ხაზთან, შეხვდნენ მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს.

ტაფტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის მაგისტრის ზვიად აძინბაიას განცხადებით, სიმბოლურია რომ სტუდენტების ვიზიტი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს დაემთხვა. „ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება იყო, რაც საქართველოში გავმართეთ. გვქონდა შეხვედრა მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სხვა საინტერესო ადამიანებთან, ვიყავით ოკუპაციის ხაზზე. ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს მრავალმხრივი შესწავლა უნდათ - უსაფრთხოებიდან დაწყებული ინვესტიციის გარემოთი და კულტურით დამთავრებული. ვფიქრობ, რომ აქ ყოფნა, თვითონ სტუდენტებთან დალაპარაკება და სტუდენტების აზრის მოსმენაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა“,-აღნიშნა ზვიად აძინბაიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ თსუ-თან თანამშრომლობა და მეგობრობა მომავალში გაგრძელდება.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, „სტუდენტებთან შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, კარგი შეკითხვები იყო, დაისვა მძაფრი კითხვებიც.“ მისივე თქმით, დელეგაციის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, უზიარებენ თავის გამოცდილებას თანატოლებს.

ჰარვარდის კენედის, ბიზნესის, სამართლის სკოლების, ტაფტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მენეჯმენტის სლოუნის სკოლის მაგისტრანტების ტური აზიის ლიდერობის ცენტრის ინიციატივების პატრონაჟით ხორციელდება. პროექტის თემაა „გეოპოლიტიკური ასპექტები და რეგიონული პერსპექტივები“.

„მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ვხვდებით ქვეყნის ლიდერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გვაქვს მათთან დიალოგი, ვიგებთ მათ აზრებს და წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მომავალი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ დღეს ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შევხვდით სტუდენტებს. ჩვენი ვიზიტის მიზანია ვისწავლოთ და ამასთანავე გავცეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა“,- განაცხადა ჰარვარდის კენედის სკოლის აზიის ლიდერობის ინიციატივების ცენტრის პრეზიდენტმა სამუეილ კიმმა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებისთვის რამდენიმე მუსკალური ნომერი შეასრულა „თსუ გორდელამ“, რომელიც ცოტა ხნის წინ მასტერკლასით თავად სტუმრობდა ჰარვარდის უნივერსიტეტს.

სასწავლო პროექტის წარმომადგენლები ორგანიზებას უკეთებენ კონფერენციებს და სემინარებს აღმოსავლეთ ევროპაში და მოამზადებენ პუბლიკაციებს მიღებული გამოცდილების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის სასწავლო ტური ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე და მისი შესწავლის მიზნით სტუდენტები 24 მაისიდან 14 ივნისამდე ეწვევიან თბილისს (საქართველო), ბაქოს (აზერბაიჯანი), ანკარას და სტამბოლს (თურქეთი), კიევს (უკრაინა) და ჩისნაუს (მოლდოვა). ტურის მონაწილეები შეისწავლიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს სხვადასხვა ორგანიზაციების და მათი ლიდერების დახმარებით. ისინი შეეცდებიან შეისწავლონ რეგიონი და განიხილონ დემოკრატიული რეფორმების, რეგიონული უსაფრთხოების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42