ქუთაისში, მოსწავლეები, საციგურაო მოედანზე ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ
საზოგადოება - 18:25, 29 May, 2018     3403

ქუთაისში, მოსწავლეები, "საციგურაო მოედანზე" ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ. მოედნის აგრეგატი, 4 თვის წინ დაზიანდა, რომელიც ამ დრომდე არ შეცვლილა. "ყინულის მოედნის" დაცვის თანამშრომლის თქმით, ამ დროისთვის ბავშვები ფიზიკურ მომზადებას ყინულის გარეშე გადიან. აღნიშნულის გამო პრეტენზიას გამოთქვამენ მშობლებიც. როგორც ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ჯუმბერ აფციაური აცხადებს, ყინულის არ ქონის გამო ბავშვი სპორტის ამ სახეობიდან გამოიყვანა.

„ჩემი შვილი ყინულის მოედანზე, იმის გამო შევიყვანე, რომ მას ჯანრთელობის პრობლემები ქონდა. აქ კი, უჰაერო სივრცე დაგვხვდა, ყინულის გარეშე. ვარჯიშიდან მეორე კვირას ყინული გაქრა, რის გამოც ბავშვი სპორტის ამ სახეობიდან გამოვიყვანეთ“, - აცხადებს მშობელი ჯუმბერ აფციაური.

როგორც (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში გვიცხადებენ, აგრეგატის შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან საქართველოში არ მოიპოვება.

"ამ ეტაპზე, მწვრთნელები ერთთვიან შვებულებაში იმყოფებიან. ველოდებით აგრეგატის შეძენას, რომელშიც სამინისტრო და თვითმმართველობა ერთობლივად არის ჩართული. აგრეგატი ადგილზე ვერ გამოცვალეთ, ველოდებით მის ჩამოტანას საზღვარგარეთიდან. უახლეს მომავალში აგრეგატს ჩამოიტანენ და მალევე მოხდება მისი დამონტაჟება ",-განაცხადა (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა,კობა ფხაკაძემ.

ამ ეტაპზე, "ყინულის მოედანზე" 400 მოსწავლე ირიცხება, გარდა ამისა საციგურაო მოედნით ჰოკეისტთა გუნდიც სარგებლობს.


წყარო www.imereti.news





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42