"კანონპროექტს არ იცნობ, მაგრამ, წინასწარშემიძლია ვთქვა, რომ მხატვრულ ნაწარმოებს, რა შინაარსისაც უნდა იყოს ის, არ სჭირდება აკრძალვა. ნაწარმოებში იქნება თუ ცხოვრებაში, თუ ვინმე მეორე ადამიანს შეურაცხყოფს, დაჩაგრავს და ა.შ, არსებობს სხვა კოდექსები და მუხლები, რითაც შეიძლება გაასამართლონ დამნაშავე. არავის სჭირდება, ლექსებს და სიმღერებს ცალკე მუხლები მივუყენოთ. დამნაშავე ნაწარმოებები ძებნა ვის რას არგებს, ან საერთოდ განა შეიძლება დამნაშავე იყოს პოემა, ნახატი თუ მოთხრობა?! დაანებონ ნაწარმოებების დასჯაზე ფიქრს თავი. ჩვენს სასამართლოს გაცილებით ბევრი პრობლემა და საქმე აქვს, ვიდრე ლექსებსა და ნახატებზე ფიქრი... თუ რაღაც მიუღებელია და არ ვარგა, საზოგადოება იტყვის მასზე უარს, არ წაიკითხავს, არ ნახავს და მორჩება საქმე... წინააღმდეგი ვარ ასეთი კანონპროექტების შემოთავაზებისაც კი. აბსოლუტურად რომ ვერ წარმოვიდგენთ შეიძლება ისეთი საფრთხეები გააჩინოს.
ჩვენს დროში ცოტა წამოუდგენელია, მაგრამ ინკვიზიცია ასე იწყებოდა, ალბათ. შორს რომ არ წავიდეთ, კომუნისტური გამოცდილება გავიხსენოთ, შემოქმედებისთვის გასამართლებული და დახვრეტილი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და ა.შ მოკლედ ისე არ ვქნათ რომ ქვეყანაში „სიკვდილმისჯილი“ ლექსები მივიღოთ“ - აცხადებს მაღრაძე პალიტრასთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






