მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიამ ადამაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი ეხება მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხებს, რაც დღემდე სისტემატური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. მასში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით განხილულია ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში. ნაშრომში გაანალიზებულია თუ რა ზეგავლენას ახდენს ქართული მედია ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე, საკვლევი პერიოდის ათწლეულში სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები.
წიგნი განკუთვნილია მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნის წარდგენას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთნ ერთად, ჟურნალისტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები






