თსუ-ში საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 20:36, 28 May, 2018     1440
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საფრანაგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს დელეგაცია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „საქართველოს ესტუმრა მეორე და მესამე თაობის ემიგრაცია, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტთა შთამომავლებს მასპინძლობს. ემიგრანტთა შთამომავლები დაესწრნენ ალბომის „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაციას. კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება. ძალიან ინტენსიური მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა გასწია ჩვენმა უნივერსიტეტმა, ჩვენმა ბიბლიოთეკამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტიტუტმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა.“

ალბომი მოიცავს 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტამდე - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდს. მასალები 1918-1921 წწ. არსებული პერიოდულ გამოცემებიდანაა მოძიებული. ალბომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორია, მოვლენები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები.

„ბედნიერი ვარ, როცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპოქით დაინტერესებულ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ამ დღეებში, ერთ ახალგაზრდა გოგოს ვკითხე - რატომ იყო შეყვარებული იმ ეპოქაზე. ასე მიპასუხა: ეს ეპოქა წარმოადგენს თავისუფლებას. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური თავისუფლება, ეს იყო მენტალური, სულიერი თავისუფლება. საბჭოთა კავშირმა დათრგუნა ეს თავისუფლება. ამისგან გათავისუფლებას დრო სჭირდება. სწორედ, დღევანდელი ახალგაზრდები ატარებენ საკუთარ თავში ქართულ თავისუფლებას,“- აღნიშნა ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ.

საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის თქმით, „ღონისძიება ბუნებრივია, ღონისძიება იმართება იმ ციკლის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. სიმბოლურია, რომ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუსრულდა 100 წელი და ეს თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავლები არ წყვეტენ კონტაქტს თავიანთ სამშობლოსთან, საქართველოც ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო კავშირს თავის ისტორიულ დიასპორასთან, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღვის იმ მნიშვნელოვანი ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება ჰქვია.“

ალბომში გამოყენებული მასალები დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში.

,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველი დღის კულტურული მოვლენების ანონსისგან შემდგარი ალბომია, რომელსაც თან ახლავს ვიზუალური მასალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული პრესიდან. საბჭოთა პერიოდში უამრავი ადამიანის არქივი განადგურდა, და ამიტომ ჩვენ ძირითად წყაროებად მხოლოდ ეს ჟურნალ-გაზეთები გამოვიყენეთ. იმედია, ამ წიგნის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიგებს თუ რა ხდებოდა 1028 დღის განმავლობაში,“- აღნიშნა წიგნის ავტორმა, თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ.

საზეიმო მიღებაზე თბილისის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილმა ნათელა ნიკოლაძემ, უნივერიტეტს საჩუქრად დედის პასპორტი, დღიურები და პირადი არქივი გადასცა.

ღონისძიებას ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

ქართული სათვისტომოს წინაშე წარსდგნენ გოგონათა ანსამბლი „თსუ გორდელა“ და ვაჟთა ანსამბლი „უნივერსიტეტი“

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტური ქრონიკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42