მოქალაქე, რომელმაც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ორიგინალური ფორმით გააპროტესტა დააჯილდოვეს
საზოგადოება - 20:26, 28 May, 2018     1814

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ საქართველოს პროგრესი დემორატიის განვითარების კუთხით. ვფიქრობ, საქართველო არის მაგალითი იმისა, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შესაძლებელია დემოკრატიის წარმატებული კონსოლიდაცია“, - განაცხადა NIMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონე ფილიპინიმ მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენციის და საქართველოს 2017 წლის „დემოკრატიის ლიდერის“ დაჯილდოვების დროს.

ღონისძიებაზე, რომელიც ფუნიკულიორზე გაიმართა, ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს არჩილ მჭედლიშვილი, რომელმაც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა 2017 წლის არჩევნების დროს ორიგინალური ფორმით გააპროტესტა. პარალელურად მან პროტესტის ნიშნად დატოვა საჯარო მოხელის თანამდებობა.

„ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს დიდი სტიმულია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.

არჩილ მჭედლიშვილი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია. საქართველოში ასეთი სკოლა სულ ოთხია (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი). დემოკრატიის სკოლები ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებულისტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

„დემოკრატიის სკოლები საქართველოში ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის ამაღლებას საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის. კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. ხდება ცოდნის კონსოლიდერიბა, რაც საქართველოში დემოკრატიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა.

დემოკრატიის სკოლების პროექტს საქართველოში არმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით ახორჩიელებს.

NIMD დემოკრატიის განათლების პროგრამას 11 ქვეყანაში ახორციელებს. კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მასში მონაწილეობას იღებს NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ოფისები და პარტნიორი ორგანიზაციები.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

EECMD ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე შეიქმნა და აგრძელებს მის საქმიანობას. ორგანიზაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების განვითარების, პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული ტრადიციის გაძლიერებაა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42