ფეხების დეფორმაცია და ძლიერი ტკივილები - პატარა ლიზის დაზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 18:07, 28 May, 2018     2041
ლიზი ბაზიარი ხერხემლის ღია თიაქრით დაიბადა. გოგონას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მედპერსონალმა ბავშვის დატოვება შესთავაზეს მშობლებს, რადგან ფიქრობდნენ რომ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ დედა დანებებას არ აპირებდა და შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა მაშინვე დაიწყო... ძალიან მალე გოგონას ხერხემლიდან სითხე დაიღვარა, რამაც ჰიდროცეფალია გამოიწვია, ბავშვს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია ხერხემალზე და თავშიც შუნტი ჩაუდგეს, ნელნელა სიცოცხლისთვის საშიშმა მდგომარეობამ გაიარა, თუმცა წარმოიშვა ახალი პრობლემა, რომელიც ხერხემლის თიაქრის განუყრელი თანამდევი მოვლენაა _ გოგონა დაინვალიდდა და ფეხების დეფორმაცია დაეწყო... მშობლებმა ახლაც ბრძოლა გადაწყვიტეს, თუმცა ამჯერად უკვე პასუხი მტკიცე და შეუვალი იყო _ ბავშვი ვერასდროს გაივლის! უფრო მეტიც, ფიქრობდნენ, რომ მას ქვედა კიდურებში მგრძნობელობა არ ჰქონდა და ოპერაცია, რომელიც ფეხზე წარმოქმილი წყლულისთვის გახდა აუცილებელი, უნარკოზოდ გაუკეთეს...

ია მაისურაძე: „ლიზის ტირილი ცას წვდებოდა, გოჩას (მეუღლეს) ძლივს ვაკავებდი, ექიმები კი მშვიდად გვეუბნებოდნენ, ბავშვი მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ თქვენთან უნდა, განა რამეს გრძნობსო... არადა, როცა ვჩქმეტ, ან როცა ვეხები, ყოველთვის მეუბნება სად შევეხე და რა გავუკეთე, ჩემი პატარა ყველაფერს გრძნობს ქვედა კიდურებზე, მათ კი ეს ვერ დავაჯერე და ბავშვს ჯოჯოხეთური ტკივილი გამოატარეს...“

ლიზის გამოკვლევები კომპანია mediclubma თურქეტში გააგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ გოგონა სიარულს შეძლებს და მისი ტანჯვა დასრულდება, თუმცა ამისთვის საჭიროა 25 000$ რაც ოჯახისთვის ძალიან დიდი თანხაა, ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და არაფერი გააჩნიათ...

„გთხოვთ, გეხვეწებით შემი შვილისთვის... გული მიკვდება ეზოში რომ ჩამყავს და მის თვალებს ვუყურებ, როდესაც მოთამაშე ბავშვებს ხედავს.... ისინი კი ეტლში მჯდომს გაკვირვებით უყურებენ... არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ მდგომარეობაში ყოფნას... ჩემთვის აღარაფერი აღარ არსებობს ლიზიზე ფიქრის გარდა“ - ამბობს ია მაისურაძე

ლიზი ბაზიარი ფონდ „დედის ხელების“ ბენეფიციარია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ , ხალხის შემოწირულობითა და კომპანია mediclub-ის დახმარებით, ანალოგიური პრობლემის მქონე ბარბარე პაპუნაშვილი გაამგზავრა თურქეთში საოპერაციოდ, დღეს უკვე გოგონა რეაბილიტაციას გადის და პირველ ნაბიჯებს ადგამს, ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ფეისბუქ გვერდზე „დედის ხელები/Mother’s hands

მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ ლიზის და მასაც მივცეთ შანსი , ფეხზე გაიაროს!

ჩვენი რეკვიზიტები:

1. საქართველოს ბანკი : GE51BG0000000668714400

2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015

3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ჩარიცხვა შეგიძლიაღ საქართველოს ბანკისა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“

გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, ჩვენი საიტიდან www.mothershandscare.com

დანიშნულებაში მიუთითეთ ლიზი ბაზიარი

გმადლობთ თითეული თეთრისთვის!

ჩვენ ერთად, ჩვენი ხელებით, სამყაროს შევცვლით უკეთესობისკენ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42