ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ მისთვის ნებისმიერი შემოთავაზება მისაღებია, რომელიც საქმეზე ჭეშმარიტებაის დადგენას ხელს შეუწყოფს.
„მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე. არ აქვს მნიშვნელობა ის მმართველი გუნდიდან იქნება თუ სხვა პარტიიდან, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყება იქნება, პროკურატურა იქნება თუ უბრალო ადამიანი. ნებისმიერ შემოთავაზებას მივიღებ, ნებისმიერი ჯგუფის შექმნას მივესალმები.
კი ბატონო, შექმნან პერსონალური ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს თავიდან ბოლომდე და ახდის ფარდას იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც დღესდღეობით შოთაძის უწყება მალავს.
6 თვეა გავიძახი უკვე დამნაშავეებს ფარავენ, დამნაშავეებს ფარავენთქო. სანამ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვა და მთელი საქართველო გვერდით არ დამიდგა, მანამდე არ უნდა მოეხდინათ რეაგირება?!" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






