თსუ-ში კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა
საზოგადოება - 16:36, 28 May, 2018     1553
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება. ძალიან ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა მრავალი ქვეყნიდან, რომელიც იკვლევს პლატონის ფილოსოფიურ ასპექტებს. განიხილება ინტერდისციპლინური ასპექტები. კონფერენციის დასკვნით დღეს, დაარსდება კავკასიის პლატონისტთა საზოგადოება, რომელიც გახდება საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი ჩამოყალიბდება ჩვენს უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს კონფერენციაში.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ კავკასიის პლატონისტთა საზოგადოებაში გაწევრიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პლატონისტები.

„პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება, რომელიც პლატონის ფილოსოფიას, მისი ფილოსოფიის ინტერდისციპლინურ საკითხებს ეძღვნება. კონფერენცია არის ძალინ მასშტაბური, რადგან მასში მონაწილოებს 60-ზე მეტი საყოველთაოდ ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბის კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ჩამოსული არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებლები, მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც,“- განაცხადა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა ბევრი მიზეზის გამო. თსუ არის არა მხოლოდ გამოყენებითი მეცნიერებების წინა ხაზი, არამედ ლიდერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ვამაყობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობით და მიღწევებით,“- აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

„კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას პლატონის ქართულ ენაზე თარგმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავი მოიყარა პლატონის ყველა ცოცხალმა და ცნობილმა მკვლევარმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და აზრების გაცვლას, სიახლეებზე საუბარს,“- აღნიშნა მკვლევარმა, პლატონის მთარგმნელმა მაია შუხოშვილმა.

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42