ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ ლადო გრიგალაშვილმა თავისი შეყვარებული ანა ნაცვლიშვილი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უცხო მამაკაცთან ერთად დააფიქსირა. და აი, რას ჰყვება ის:
ლ.გ.: აი, ძაან ბუნდოვნად ერთი მახსოვს. რაღაც მომენტში სახე კარგად დავინახე და ვერ ვიცანი, თორემ ეგრევე ვიცნობდი. წვერი არ ჰქონდა, ერთი ეგ მახსოვს და თმაც დაბალზე ჰქონდა რა.
გამომძიებელი: ეგ არც გითქვამს, არც მეორე დღეს არ უთხარი ხო?
ლ.გ.: არაფერი არ მითქვამს საერთოდ.
გამომძიებელი: ანუ ფიქრობდი, როცა ვნახავ, მერე ვეტყვიო, არა?
ლ.გ.: ჰო, ეგ მინდოდა... რომ მნახავს, თავისი პირით რაღაც თქვას, იქნება თვითონვე იძახის, სანამ მე ვეტყვი. და რომ არ თქვა უკვე...
გამომძიებელი: ანუ დილით ხომ ნახავდი, რაღაზე ჩამოიყვანე ღამე? თუ ვეღარ ითმენდი?
ლ.გ.: არა, უკვე ვეღარ...
გამომძიებელი: მისწერე და ისიც გამოვიდა... ეს დანა მერე... ანუ ეს ქვა ჩაარტყი, დანას ურტყამ სახესთან ხო? წაიქცა თუ ფეხზე იყო?
ლ.გ.: არა, დაეცა.
გამომძიებელი: და დაარტყი რამდენჯერმე? რაც გახსოვს?
ლ.გ.: ეგ კადრები, აი...
გამომძიებელი: ხელს რომ უქნევდი და ურტყამდი...
ლ.გ.: რაღაც, ხელს ხო, აი მართლა ისე მახსოვს.
გამომძიებელი: ამას არც ანას მხრიდან არავინ ესწრება, არც მისმა მშობლებმა არ იციან და არც შენ გახლავს არავინ ხო?
ლ.გ.: არა, არავინ სხვა.
გამომძიებელი: მაგის მერე მიდიხარ... ქვას აგდებ სადმე?
ლ.გ.: ქვა უბრალოდ გავისროლე.
გამომძიებელი: ანუ იმ ადგილს მოაშორე?
ლ.გ.: ჰო რა, უბრალოდ გავისროლე.
გამომძიებელი: წამოხვედი... მანქანა სახლთან გიყენიათ?
ლ.გ.: სახლთან მიყენია.
გამომძიებელი: გარაჟი?
ლ.გ.: გარაჟს არ ვხმარობთ გარაჟად.
გამომძიებელი: არა, წეღან რომ თქვი, დანა გავრეცხეო...
ლ.გ.: ანუ, გარაჟში შევედი, უბრალოდ წყალი მაქვს და მანქანაში ჩავდე.
გამომძიებელი: გადაავლე და მანქანაში ჩადე... და სად დევს? მანქანაში დევს?
ლ.გ.: ამოიღეს.
გამომძიებელი: ანუ იქ უნდა იდოს ხო წესით?
ლ.გ.: არა, მე ჩავდე, მარა ამოიღეს.
გამომძიებელი: კი ბატონო. გარაჟი გასაღებით იღება?
ლ.გ.: კი, გასაღებით არის.
გამომძიებელი: და მერე ახვედი სახლში.
ლ.გ.: მერე ავედი სახლში.
წყარო primetime.ge
მასალის გამოყენების პირობები






