ია მაისურაძე : „ლიზის ტირილი ცას წვდებოდა, გოჩას (მეუღლეს) ძლივს ვაკავებდი, ექიმები კი მშვიდად გვეუბნებოდნენ, ბავშვი მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ თქვენთან უნდა, განა რამეს გრძნობსო... არადა, როცა ვჩქმეტ, ან როცა ვეხები, ყოველთვის მეუბნება სად შევეხე და რა გავუკეთე, ჩემი პატარა ყველაფერს გრძნობს ქვედა კიდურებზე, მათ კი ეს ვერ დავაჯერე და ბავშვს ჯოჯოხეთური ტკივილი გამოატარეს...“
ლიზის გამოკვლევები კომპანია mediclubma თურქეტში გააგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ გოგონა სიარულს შეძლებს და მისი ტანჯვა დასრულდება, თუმცა ამისთვის საჭიროა 25 000$ რაც ოჯახისთვის ძალიან დიდი თანხაა, ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და არაფერი გააჩნიათ...
„გთხოვთ, გეხვეწებით შემი შვილისთვის... გული მიკვდება ეზოში რომ ჩამყავს და მის თვალებს ვუყურებ, როდესაც მოთამაშე ბავშვებს ხედავს.... ისინი კი ეტლში მჯდომს გაკვირვებით უყურებენ... არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ მდგომარეობაში ყოფნას... ჩემთვის აღარაფერი აღარ არსებობს ლიზიზე ფიქრის გარდა“ _ ამბობს ია მაისურაძე
ლიზი ბაზიარი ფონდ „დედის ხელების“ ბენეფიციარია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ , ხალხის შემოწირულობითა და კომპანია mediclub-ის დახმარებით, ანალოგიური პრობლემის მქონე ბარბარე პაპუნაშვილი გაამგზავრა თურქეთში საოპერაციოდ, დღეს უკვე გოგონა რეაბილიტაციას გადის და პირველ ნაბიჯებს ადგამს, ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ფეისბუქ გვერდზე „დედის ხელები/Mother’s hands
მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ ლიზის და მასაც მივცეთ შანსი , ფეხზე გაიაროს!
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი : GE51BG0000000668714400
2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015
3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)
ჩარიცხვა შეგიძლიაღ საქართველოს ბანკისა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, ჩვენი საიტიდან www.mothershandscare.com
დანიშნულებაში მიუთითეთ ლიზი ბაზიარი
გმადლობთ თითეული თეთრისთვის!
ჩვენ ერთად, ჩვენი ხელებით, სამყაროს შევცვლით უკეთესობისკენ!
მასალის გამოყენების პირობები






