თსუ-ში ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 20:06, 25 May, 2018     1774
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეებთან დაკავშირებით ალბომის - „ნოე ჟორდანია 150“ პრეზენტაცია გამართეს.
ალბომში თავმოყრილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის ნოე ჟორდანიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და წერილები.
ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ნოე ჟორდანაის შვილი რეჯებ ჟორდანია, შვილიშვილები ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, ირენ ციციშვილი და ეკატერინე ციციშვილი-მარშიე, უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ალბომის ავტორის, თსუ ბიბლიოთეკის დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის თქმით, ალბომში ასახულია ნოე ჟორდანიას პოლიტიკური საქმიანობა რესპუბლიკამდე და რესპუბლიკის პერიოდში. „ძირითადად წარმოდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული ბრძანებები და მოხსენებები, ასევე მისი პოლიტიკური საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები. ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვან მკითხველებს ამ ალბომის საშუალებით შეუძლიათ გაეცნონ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ბიოგრაფიას და მის პოლიტიკურ საქმიანობას,“ - აღნიშნა ალბომის ერთ-ერთმა ავტორმა.
ნოე ჟორდანიას შვილის რეჯებ ჟორდანიას თქმით, ძალიან დიდხანს საქართველო აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა იმ ხალხს, ვინც დამოუკიდებლობა მოიპოვა არავინ ახსენებდა. “ძალიან მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ, უნივერსიტეტში დიდი ფასეულობის მქონე წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც მამაჩემს ნოე ჟორდანიას ეხება. ამ საკითხის შესახებ ძალიან დიდხანს იყო სიჩუმე. საბოლოოდ, ახალგაზრდა მკვლევრის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად, აღიარებული იქნა იმ ხალხის მნიშვნელობა, რომლებმაც 1918 წელს ახალი საქართველო შექმნა, პირველ რიგში მამაჩემის მეთაურობით. ძალიან მადლიერი ვარ ამ ახალგაზრდა ისტორიკოსების და იმ ხალხის, ვინც ეს შესაძლებლად აქცია,“ - აღნიშნა რეჯებ ჟორდანიამ.
ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მხარდაჭერით დაისტამბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42