გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ - ეროვნულ მუზეუმს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხას გადასცემენ
საზოგადოება - 18:24, 25 May, 2018     2182
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივთან ერთად, საიუბილეო თარიღს უძღვნის გამოფენას ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“.


1918 წლის 26 მაისს ქართველი ერის ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის წარმატებით დაგვირგვინდა − კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 2018 წლის 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან.

გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე − როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.

ექსპოზიციაზე იხილავთ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტების დედნებს, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა მემორიალურ ნივთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა არტეფაქტებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 14 პოსტერი - ტექსტური, გრაფიკული და ფოტო მასალა და საარქივო დოკუმენტების ასლები, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრების კოლაჟი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს“ ინიციატივით, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოეცემა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა.

გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ დამთვალიერებელს 26 მაისიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42