რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
საზოგადოება - 17:42, 25 May, 2018     1963
26 მაისს, რუსთავში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

დილიდან კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის ჩასასვლელთან, პირამიდის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. სადღესასწაულო ღონისძიებები 09:00 საათზე, პირამიდასთან, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყება.

დამოუკიდებლობის დღისადამი მიძღვნილი ღონისძიებები 13:30 საათიდან კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა რუსთაველი მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, წიგნების კუთხე, ფოტოგამოფენა -„დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე'', ყვავილების ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის?’’, ფლეშმობი, ''Face art'', ანიმატორების შოუ, ქორეოგრაფიული კონცეერტი ანსამბლების - ,,სალხინო’ და მე რუსთველი’’ მონაწილეობით. ჩატარდება შეჯიბრი სკეიტპარკში, ტურნირი ჭადრაკში და სხვადასხვა სპორტული თამაშები.

17:10 საათზე, პარკში მდებარე ამფითეატრის სცენიდან რუსთაველებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მიულოცავენ. 17.15 საათზე კი, ზუსტად იმ დროს, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა,საზაფხულო კინოთეატრის სცენაზე, დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მთავარი ღონისძიებება -საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ამსახველი ინსცენირებული წარმოდგენა გაიმართება.

26 მაისის სადღესასწაულო პროგრამას დღის ბოლოს კონცერტი დაასრულებს.

კონცერტი ამფითეატრში 19:30 საათზე დაიწყება და მასში ანსამბლი ,,სალხინო’’, ,,თუთარჩელა’’, მომღერალი ბაკო ალანია, მუსიკალური ჯგუფები - ,,გრუვერსი’’, ,,გროსოქტეტი’’, ,,ბისაიდს’’ მიიღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42