"საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, საზოგადოებრივი წესრიგისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ:
სამეგრელოს რეგიონი
ზუგდიდი
24 მაისს, 23:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას, ალექსანდრე კიკალიშვილის, სპირიდონ კედიას, თეატრისა და ნარმანიას ქუჩებზე, რუსთაველის გამზირისა და მეუნარგიას ქუჩის ნაწილზე.
მძღოლებს მოძრაობა შეეძლებათ მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, N1 სკოლის გავლით, კონსტანტინე გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩებზე. მოძრაობა აღდგება 27 მაისს, 06:00 საათზე.
ფოთი
26 მაისს, 07:00 საათიდან, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის რკალზე, 26 მაისის, წმინდა ნინოს, გიორგი ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის და ლაგრანჟის ქუჩებზე.
სენაკი
26 მაისს, 07:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება რუსთაველი-ქურდოვანიძის გზაჯვარედინიდან რუსთაველი-წერეთლის გზაჯვარედინამდე, ასევე, წმინდა ნინოს და წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა აღდგება 26 მაისს, 24:00 საათზე.
კახეთის რეგიონი
თელავი
26 მაისს 24:00 საათიდან 27 მაისის 10:00 საათამდე დაიკეტება ერეკლე მეორის და 26 მაისის ქუჩები.
სიღნაღი
26 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე მოძრაობა აიკრძალება აღმაშენებლის ქუჩაზე.
საგარეჯო
26 მაისს გადაიკეტება ერეკლე მეორისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთა.
დედოფლისწყარო
26 მაისს დაიკეტება რუსთაველის ქუჩის ნაწილი.
ლაგოდეხი
26 მაისს, 12 საათიდან 24 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება 26 მაისის ქუჩაზე.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
მცხეთაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 26 მაისს, გადაიკეტება სამხედროს ქუჩა, კერძოდ, რესტორანი "გუჯარიდან" შადრევნამდე.
გურიის რეგიონი
ოზურგეთი
26 მაისს, დილის 9 საათიდან 23 საათამდე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტება თეატრალური მოედნისა და ჭადრების პარკის ტერიტორია, კერძოდ:
• გმირთა მოედნიდან - ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი;
• ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისი;
• რუსთაველის ქუჩის დასაწყისი;
• ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი.
• რამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლის და სასტუმრო „გურიას“ შორის მონაკვეთი);
• იოანე პეტრიწის ქუჩა, სასტუმრო „გურიიდან“ ჭადრების პარკის კუთხემდე.
ქვემო-ქართლის რეგიონი
26 მაისისთვის ღონისძიებასთან დაკავშირებით გზებზე გარკვეული შეზღუდვა დაწესდება:
რუსთავი - 25 მაისს, 24:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე, დაიკეტება მშენებელთა ქუჩა (რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორია).
მარნეული - 25 მაისს, 15:00 საათიდან 26 მაისს დღის ბოლომდე, დაიკეტება რუსთაველის ქუჩა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია).
ბოლნისი - 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დაიკეტება სულხან საბას ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია).
იმერეთის რეგიონი
ქუთაისი
25 მაისს, 23:00 საათზე, დაიკეტება მეფეთუბანი, კერძოდ, პირველ საჯარო სკოლასთან - ცისფერყანწელების ქუჩა, ცენტრალური მოედანი და მასზე ყველა შემომსვლელი და გამსვლელი ქუჩა. ავტომანქანები ცენტრალური მოედნის შემოვლით იმოძრავებენ ფალიაშვილის ქუჩაზე, თბილისის ქუჩის გავლით.
შიდა ქართლი
გორი
24 მაისს, 24:00 საათიდან 27 მაისის 15:00 საათამდე გადაიკეტება სტალინის გამზირი და ცენტრალური მოედანი.
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 26 მაისს, 11:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მერაბ კოსტავას, ნებიერიძისა და ნათენაძის ქუჩებზე. ახალციხეში დაგეგმილი მარათონის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






