მედიის ადა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს ამ პოზიციას ხელისუფლებაც მხარს უჭერს.
„მათი მოთხოვნები, რომელსაც ძირითადად დიდი გავლენა აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, შეეხება ისეთ საკითხებზე რეგულაციის დაწესებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთ დიდ ინსტიტუციას, რომელსაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ბუნებრივია აქვს გარკვეული გაუცხოვება და შიში კრიტიკის. ამიტომ ამ კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს არა სიტყვაზე სიტყვის პასუხით, აზრზე აზრის პასუხით, არამედ დუმილის დაწესებით,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.
მასალის გამოყენების პირობები






