მეშახტე, რომელსაც არავინ დაეხმარა - ტყიბულის შახტაში დაშავებულ მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 18:29, 24 May, 2018     2089
4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გიორგი ნიქაბაძემ უამრავი ტრავმა მიიღო. აი, მცირე ამონარიდი საავადმყოფო ფურცლიდან: გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობები, ფილტვების დაზიანება, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, სისხლის ჩაქცევა, თვალის გუგების დაზიანება...სამწუხაროდ, ეს არ არის სრული ჩამონათვალი.

55 წლის მეშახტე ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული და ჯერ-ჯერობით ექიმები გარანტიას არ იძლევიან, რომ გიორგი ოდესმე შესძლებს ფეხზე დადგომას. მის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ოჯახს უკვე ამოეწურა ისედაც მწირი ფინანსური მარაგი, ხოლო სხვა შემოსავალი მათ არ გააჩნიათ.

გიორგის მეუღლე უვლის, რომელსაც პარალელურად უხდება მოხუც დედაზე ზრუნვა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. ქალიშვილები საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობენ, ეხმარებიან დედას რითიც შეუძლიათ, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა მეტის გაკეთების საშუალებას. მოგეხსენებათ, ტყიბულში მოსახლეობას ძალიან უჭირს და მამაკაცები იძულებულნი არიან მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იმ ავბედით შახტში იმუშაონ...

გიორგის ქალიშვილის მონიკა ნიქაბაძის თქმით, არც სახელმწიფომ და არც შახტის მფლობელმა კომპანიამ მამას ფინანსური დახმარება არ გაუწიეს. დიახ, 4 აპრილს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს გადასცეს კომპენსაცია, მაგრამ გადარჩენილებს არ სჭირდებათ დახმარება? გიორგი ღმერთმა გადაარჩინა, ხოლო ადამინები ვერ იმეტებენ თანხას, რომ დახმარება გაუწიონ მას და მისცენ დროული მკურნალობის საშუალება?! ნამდვილად რომ სამწუხარო და ამავე დროს სამარცხვინო ფაქტია, რომ ჩინოვნიკები, რომელთა უპირველეს მოვალეობას ადამიანზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს, ასე გულქვად ექცევიან დაზარალებულ მეშახტეს!

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, მაგრამ მისი ფეხზე დაყენება შესაძლებელია თუ მას დროულად ჩაუტარებენ აუცილებელ მკურნალობას! მეგობრებო, მოდით შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში, გავუწოდოთ დახმარების ხელი და მივცეთ მომავლის იმედი! ეს ჩვენ შეგვიძია ერთიანი ძალებით!

შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნიქაბაძე) ან საიტიდან chernovetskyifund.ge/ge/projects/328-nikabadze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42