16 წლის ტყუპები მძიმე დაავადებებით იტანჯებიან - მესხიშვილების ოჯახის დიდი ტრაგედია
საზოგადოება - 18:44, 24 May, 2018     2658
ქობულეთში, მესხიძეების ოჯახში სამი შვილი იზრდება და, სამწუხაროდ, სამივეს სერიოზული დაავადება აღენიშნება. ამ ოჯახიდან განუწყვეტლივ ისმის ტირილის და სასოწარკვეთილი კივილის ხმა... ღმერთო ჩემო, რამდენი უბედურება აქვთ ამ ადამიანებს გადატანილი და როგორ უმკლავდებიან იმ აუარებელ სიძნელეებს, რომელთა გადალახვა ყოველდღიურად უწევთ?!

ტყუპები - საბა და ლუკა 16 წლისანი არიან. საბა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უსინათლოა და გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ლუკასაც აქვს პრობლემები მხედველობასთან მიმართებით და არის იმის ალბათობა, რომ ისიც უსინათლო გახდეს.

„წლების განმავლობაში ვერ ვაჩენდი შვილს. მაგრამ ძალიან მინდოდა შვილი. ეს ხომ ყველა დედის ოცნებაა?! 16 წლის წინ, როგორც იქნა, გავაჩინე ტყუპები, თუმცა ერთს ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა, ხოლო მეორემ, მართალია გაუძლო ბედის უკუღმართობას, მაგრამ სერიოზული გართულებების გარეშე მაინც ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან“, - ამბობს ლუკას და საბას დედა ნატო კენჭაძე.

უყურებ ამ ბიჭებს და გული გიკვდება მათი დღევანდელი სიტუაციით და იმის გაფიქრებთ, თუ რა ელით მათ ხვალ?!

საბას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი არ შეუძლია, ხშირად აწუხებს სახსრების ტკივილი, რის გამოც მოზარდი სიმწრისგან ყვირის.

ლუკას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. მოზარდი ხშირად მიეცემა დეპრესიას, ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ არ შეუძლია სკოლაში სიარული…

2 წლის წინ მესხიძეების ოჯახში გოგონა დაიბადა. მას მართა დაარქვეს, თუმცა ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მართას დაუდგინდა გონებრივი ჩამორჩენილობა, გულის მანკი და პრობლემები მენჯის არეში.

მესხიძეების ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს. მშობლებს არ გააჩნიათ შვილების მკურნალობის საშუალება. დედა მთელი დღე შვილებს უვლის, ხოლო მამა - დღედაღამ ყარაულად მუშაობს, რომ პურის ფული იშოვოს და როგორმე გამოკვებოს ბავშვები... და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, სოციალურმა აგენტმა მოუხსნა შემწეობა! რამდენად გულქვა უნდა იყოს ადამიანი ან რა „წესებით“ უნდა მოქმედებდეს იგი, რომ ვერ დაინახოს მესხიძეების ოჯახის ტრაგედია!

მეგობრებო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ, სოციალური აგენტისგან განსხვავებით, გულთან ახლოს მიიტანთ მესხიძეების ოჯახის მძიმე მდგომარეობას და გაუწვდით მათ დახმარების ხელს.

ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეულ თეთრსაც, რამეთუ ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ხოლო თქვენ მათ ცხოვრებაში ნათელის შეტანა შეგიძლიათ!

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მესხიძეების ოჯახი) ან საიტიდან: chernovetskyifund.ge/ge/projects/330-meskhadze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42