"შეუძლებელია, ამ ადამიანთან მუშაობა" - ძიუდოისტები ქევხიშვილის შეთავაზებებს ეხმაურებიან
სპორტი - 12:31, 24 May, 2018     5166
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დღეს გაკეთებული შეთავაზებებით ჩიხიდან გამოძრობას ცდილობს, რომელშიც თავისივე ქმედებების გამო მოხვდა. აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე გაკეთდა, რომელიც ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით უკვე თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.


„ის რომ დავით ქევხიშვილი ახლა აკეთებს შეთავაზებებს, ეს ცოტა უხერხულია სპორტსმენებისთვის, იმიტომ რომ ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს ეს პროტესტი. მას თავიდანვე შეეძლო შეთავაზებების გაკეთება. რადგან სიტუაცია ჩიხშია შესული, ის ცდილობს გამოძრომას და თავისი თავის გადარჩენას. ჩვენ არავის დაღუპვა არ გვინდა, ჩვენ გვინდა დავით ქევხიშვილმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო ერთპიროვნული მმართველი, თვითონ იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, არანაირ შეთავაზებას და მასთან კომპრომისზე წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია, მაგ ადამიანთან მუშაობა.“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის თქმით, ფედერაციის პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა სპორტსმენებმა, ამიტომ ისინი არ ეთანხმებიან ქევხიშვილის შეთავაზებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქევხიშვილის თანაშემწედ მათი ნდობით აღჭურვილი პირი დაინიშნოს:

„ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.

თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.

გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა.“- აღნიშნა ლიპარტელიანმა.

დავით ქევხიშვილმა სპორტსმენებს 5 პუნქტიანი შეთავაზება „ფეისბუქის“ საშუალებით წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42