სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, არხის ერთ-ერთი სახე, გიორგი გაბუნია მიზანმიმართულ პროვოკაციას აწყობს და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ახდენს.
ტელეკომპანიასთან შეკრებილები „რუსთავი 2“–ის მაუწყებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ.
„დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“- თქვა გუშინ გაბუნიამ “არჩევანის“ შესავალ სიტყვაში.
მასალის გამოყენების პირობები






