თსუ-ს ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა
საზოგადოება - 20:15, 23 May, 2018     1085
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.

გამოფენა წარმოადგენს ქართული ბონისტიკური და ფილატელისტური ძეგლების უნიკალურ ექსპოზიციას, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების კოლექციას, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამოშვებული ქაღალდის ფულადი ნიშნების, ბანკნოტების და მარკების ყველა ნომინალი, მათი ცნობილი სახესხვაობები, მათ შორის, რარიტეტული ნიმუშები.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, კოლექციონერი, თსუ კურსდამთავრებული მიხეილ გოგოტიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„გამოფენაზე წარმოდგენილი ბონებისა და მარკების ავტორები იმხანად ცნობილი მხატვრები იყვნენ; მათ შორის გამოფენილია დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევრები. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარეობს,“ - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

კოლექციონერმა მიხეილ გოგოტიშვილმა გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიციის ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა. „ქართული ქაღალდის ფულის ისტორიისა და თეორიის შესწავლის საქმეში თბილისის უნივერსიტეტისა და მისი დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის ძალიან დიდი ღვაწლია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ გამოფენის დასრულების შემდეგ ამ ექსპოზიციის ნაწილი გადაეცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის ბიბლიოთეკას,“ - აღნიშნა კოლექციონერმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, 1918-1921 წლის მარკები და ქაღალდის ფულადი ნიშნები ასე სრულყოფილად ჯერ არსად ყოფილა გამოფენილი. „ამ ექსპოზიციით დამთვალიერებელი დარწმუნდება, რა ძლიერი, პერსპექტიული, ევროპული ფასეულობების მქონე და კულტურულად დახვეწილი სახელმწიფო ყოფილა ჩვენი საქართველო იმ არასრული სამი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა ბიბლიოთეკის

ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსების და პირველი ქართული ქაღალდის ფულისა და მარკების გამოშვების საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42