საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი საწოლს მიჯაჭვულია და გაუსაძლის პირობებში მარტო ცხოვრობს
საზოგადოება - 11:15, 08 Jun, 2018     6075
საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას ფეხები წართმეული აქვს, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, აწუხებს ღვიძლის და გულის უკმარისობა, პერიოდულად ძლიერი ხველება სტანჯავს, ხოლო ერთ დროს მისი ომახიანი და გამორჩეული ხმა, უკვე, სამწუხაროდ, აღარ არსებობს...

იყო დრო, როდესაც მას ფილმებში იღებდნენ, სპექტაკლებში ათამაშებდნენ და გადაცემების წაყვანას ანდობდნენ. დღეს 65 წლის ჟენია, როგორც მას კოლეგები ეძახდნენ, საწოლს არის მიჯაჭვული და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 6 წლის წინ, მას შემდეგ რაც მან ინსულტი გადაიტანა, მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა...

ევგენის ბინის კარი არასდროს არის ჩაკეტილი, რამეთუ იგი სულ იმის მოლოდინშია, რომ იქნებ ვიღაცა მოვიდეს, ჭიქა წყალი და პურის ნატეხი მიაწოდოს, ფანჯარა შემოაღოს და საშინლად დახუთული ოთახი ცოტათი მაინც გაანიავოს... ევგენი ვადაქარიას საცხოვრებელი პირობები არის კოშმარული. „ხრუშჩოვკის“ პირველ სართულზე მდებარე ბინა სრულიად ამორტიზირებულია, ირგვლივ სიბნელე, სიღარიბე და ანტისანიტარია სუფევს...

„მინდა რომ მოვკვდე და დედა-მამას შეხვდე იქ, ვეამბორო და ჩავეხუტო... ერთი ძმა გარდამეცვალა, მეორე - საქართველოში არ ცხოვრობს და თანაც უსინათლოა. ასე რომ, დავრჩი სრულიად მარტო. მეშვიდე წელია, რაც ასე ვარ. არავინ მყავს ამ ქვეყნად. განა ეს ცხოვრებაა?“ - ამბობს ცრემლნარევი თვალებით 80-90 წლების ქართული რადიოს პოპულარული დიქტორი.

დიახ, მეტად მტკივნეული და მწარედ აღსაქმელია, როდესაც ყველამ დაგივიწყა, არავის სჭირდები და არავის ახსოვხარ!

ევგენი ვადაქარია ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. მას დაუყონებლივ სჭირდება დახმარება! პირველ რიგში, იგი საჭიროებს მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რამეთუ მწირი პენსია და სოციალური შემწეობა მას მხოლოდ ერთი კვირა თუ ჰყოფნის... თუმცა, ამ ადამიანისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოა, მორალური მხარდაჭერაც! დიახ, როდესაც ერთი ადამიანი თანაუგრძნობს მეორეს, ის ერთგვარად მის ტკივილს ითავისებს და თუ საქმით ვერ ეხმარება, კეთილი სიტყვით უნდა ანუგეშოს!

მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენი ვადაქარია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge/ge/projects/327-vadakaria/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42