"აბუჩად იგდებს ადამიანებს"-ივანიშვილის ხის გამო, ლაითურში სტადიონი გადათხარეს
საზოგადოება - 21:31, 22 May, 2018     2537

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირების გამო, სტადიონი გადათხარეს და დაშალეს.

ადგილზე მოთხრილია ბოძები და მთლიანად მოშლილია ღობე, რომლითაც სტადიონს პირუტყვისგან იცავდნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ივანიშვილის კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ, დაპირდნენ, რომ სტადიონის მიმდენარე ტერიტორიაზე სკვერი და ახალგაზრდებისთვის დაბაში არსებული ერთადერთი სტადიონიც გაკეთდებოდა.

"ახალგაზრდები ისედაც აღარ ჩერდებიან სოფელში. არანაირი პერსპექტივა აქ არ არის. არც გასართობი საშუალება აქვთ. ეს სტადიონი იყო ერთადერთი, სადაც იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. გადათხრილია ყველაფერი. ის ბოძები და შესაღობი მასალა სახლებიდან მოვიყანეთ, რომ ახალგაზრდებისთვის გაგვეკეთებინა, ყველაფერი განადგურებულია. არც მინდორია და არარც სტადიონი. კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ აქ სკვერი გაკეთდებოდა და სტადიონიც დარჩებოდა, მაგრამ, კი ხედავთ რაც ხდება. მ,ესამე თვეა ასეა ყველაფერი გაოხრებული"-გვითხრეს ადგილობრივებმა.

ადგილზე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, რომელიც აცხადებს, რომ ის, რასაც ყოფილი პრემიერი საკუთარი ხეების გამო ქვეყანაში აკეთებს, ადამიანების აბუცად აგდებას ნიშნავს:

"ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება, რასაც ეს ადამიანი საკუთარი აკვიატების გამო ანადგურებს და მიწასთან ასწორებს. ის აბუჩად იგდებს ადამიანებს. გაუგონარია ამბავია. მაშინ როდესაც მასიურად ტოვებენ ახალგაზრდები სოფლებს, იმის გამო, რომ არანაირი პერსპექტივა და გასართობი საშუალებაც კი არა აქვთ, იმასაც აოხრებს, რასაც ხალხი თავისი ფინანსებით აკეთებს. რაც აქვთ ახალგაზრდებს, იმასაც უსპობს. სტადიონი გადათხარა ადამიანმა იმის გამო, რომ აქ თავისი ხე გაეტარებინა. დაპირდა სკვერს გაგიკეთებთ და მაგარ სტადიონსო და სამი ხე დარგეს სულ. ისიც გამხმარია"-აცხადებს მჟავანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42