"გავხსნათ დახურული კარი" - 27 მაისს "ბასიანის" გადარჩენისთვის აქცია გაიმართება
საზოგადოება - 16:13, 22 May, 2018     2251
კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს, სადაც 27 მაისს კლუბის გადარჩენისთვის აქციას აანონსებს.

"თუ BASSIANI-ის კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს, თუმცა მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის.

დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.

დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში.

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს.

შემოგვიერთდით, თბილისის საკლუბო სცენა, საფრთხეშია, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე.

დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის!

გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!" - აღნიშნულია "ბასიანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42